XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმი: ჟულიენ ოფრე ლამეტრი, დენი დიდრო, კლოდ ადრიან ჰელვეციუსი
დეკარტის იდეალიზმის მიერ გასენდის მატერიალიზმის გავლენა საფრანგეთში ძალზე შეიზღუდა, მაგრამ არასდროს გამქრალა. მისმა გავლენამ ხელი შეუწყო დეკარტის მოწაფეს, ჰოლანდიელ ექიმ ჰენდრიკ ლერუას (1598-1679), მასწავლებლის დუალიზმიდან მატერიალისტურ მონიზმზე გასულიყო და სული, როგორც მარქსი წერს, „სხეულის მოდუსად“ ეღიარებინა. დეკარტის მეტაფიზიკის, მისი თანშობილ იდეათა შესახებ მოძღვრების უარყოფა, ფრანგი მატერიალისტების შემეცნების თეორიას აუცილებლობით ემპირიზმის ხაზით წარმართავდა, მაგრამ ემპირიზმის ტრადიციულ მეთოდებს უჭირდათ ოკაზიონალისტებისა და, განსაკუთრებით, ლაიბნიცის შეხედულებათა უარყოფა
De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ De Re Publica-ს უკვე მეთორმეტე ეპიზოდს. მე ვარ ანი კახიძე, ჩემთან ერთად არის ელენე ფილფანი და ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე. დღეს სტუმარი არ გვყავს.
ტრიადა იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში
შუა საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სწავლულისა და ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის, დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია. ცნობილია, რომ იგი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში სასწავლებლად. ამ დროს იქ ფილოსოფიის კათედრას განაგებდნენ მიქაელ პსელოსი (1018-1077), ხოლო შემდეგ მისი მოწაფე იოანე იტალი (დაიბადა 1025 წ.). 1083 წელს ბიზანტიის იმპერატორმა გაასამართლა იოანე იტალი, რადგანაც ეკლესიამ მას ერეტიკოსობა დასწამა. იმ 11 ბრალდებიდან, რომლებიც იოანე იტალს წაუყენეს, სამში საუბარია იმის თაობაზე, რომ იტალი აღიარებს მატერიის მარადიულობას, სამყაროს დროში შეუქმნელობასა და სხვ[1]. მაშასადამე, როგორც ამ ბრალდებებიდან ირკვევა, იოანე იტალს გადაუხვევია ქრისტიანობის არსებითი დოგმატებისათვის.
ენობრივი ფარდობითობა
ადამიანები ურთიერთობენ მრავალ განსხვავებულ ენაზე, რომელთაგან თითოეული სხვებისგან უთვალავი თვალსაზრისით გამოირჩევა (უპირველესად, გამოთქმითა და ლექსიკით; შემდეგ, – გრამატიკით). მაგალითად, ინგლისურად რომ ვთქვათ „სპილომ შეჭამა მიწის თხილი“, უნდა გამოვიყენოთ გრამატიკული დრო – ფაქტი, რომ მოვლენა მოხდა წარსულში. მანდარინსა და ინდონეზიურში იმის მითითება, თუ როდის მოხდა შემთხვევა, იქნებოდა ნებაყოფლობითი, და არა ზმნაში მოცემული. რუსულში ზმნა უნდა მოიცავდეს დროსა და, ასევე, იმას, მიწის თხილის მჭამელი მამრობითი სქესის იყო თუ მდედრობითისა (თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ზმნა წარსულშია); ამასთან, უნდა ამბობდეს, მთლიანად შეჭამა მიწის თხილი თუ მხოლოდ ნაწილი. თურქულში, მეორე მხრივ, შესაძლოა დაკონკრეტდეს (ზმნის დაბოლოებით) მიწის თხილის ჭამას მთქმელი თავად შეესწრო თუ სხვისგან გაიგონა.
შალვა ნუცუბიძე – მეცნიერის გზა
შალვა ნუცუბიძე – ფილოსოფოსი და კულტურის მრავალი დარგის მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე და თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, როგორც თანამედროვეთათვის, ისე მომდევნო თაობებისთვის სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანად, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია XX საუკუნის ქართული ჰუმანიტარული აზრის განვითარებას. მისი წიგნები, ცოდნის მრავალ დარგში საფუძვლისდამდები და ახალი გზების გამკვლევი ნაშრომები, ჩვენი მეცნიერების შემდგომი წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთი პირობა და საწინდარია. შ. ნუცუბიძის ორიგინალური ფილოსოფიური ნააზრევი, მრავალრიცხოვანი გამოკვლევები, ქართული და ევროპული სულიერი კულტურის შესწავლის თვალსაზრისით, მისი გონების ძალასა და სიღრმეს ცხადყოფს და ჭეშმარიტების მგზნებარე, თითქმის გააფთრებულ ძიებაზე მეტყველებს. მან დიდი და შინაარსიანი ცხოვრება განვლო და ყოველთვის ღირსეულად ატარა მეცნიერისა და მამულიშვილის სახელი, ვიდრე უნივერსიტეტის ბაღში სამუდამოდ განისვენებდა.