რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

მდევარი mdevari

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია

სრული ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს “მდევარის” არამატერიალურ, ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ
Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

ფუძემდებლური სოციოლოგიური თეორიები რელიგიის შესახებ (დიურკემი, მარქსი, ვებერი)

მარიამ გორდაძე

რელიგია, როგორც ცნება, მეცნიერთათვის საკმაოდ რთულია ასახსნელად. მისი განმსაზღვრელი ერთი ჩამოყალიბებული და დამტკიცებული განმარტება არ არსებობს. ემილ დიურკემის, რელიგიის სოციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აზრით, რელიგიის უმთავრესი ნიშანი საკრალურთან მიმართებაა. ამასთან, ზებუნებრივი ძალების რწმენა, რელიგიური რიტუალები და მორწმუნეთა თემი – ეს ის სამი ძირითადი ელემენტია, რომელთა თანაარსებობა, დიურკემის თანახმად, კონკრეტული ჯგუფის რელიგიურობის შესახებ გვამცნობს. რადგან რელიგია ამა თუ იმ ფორმით გვხვდება ყველა ადამიანურ საზოგადოებაში, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უამრავი მრავალსაუკუნოვანი სარიტუალო ნივთი თუ ადგილი, და რადგან კაცობრიობის განვითარებაზე რელიგიის გავლენა ისტორიულად მეტად ძლიერია, ბუნებრივია, კონკრეტული საზოგადოებისა და მისი კულტურის შესაცნობად სოციოლოგებისთვის რელიგიის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რელიგიის სოციოლოგია, როგორც სოციოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა.

“მდევარის” ავტორთა სვეტი

Cover

ქართული ნაციონალიზმის გზა ეთნონაციონალიზმიდან სამოქალაქო ნაციონალიზმამდე

ნაციონალიზმი და ერი იმგვარი ცნებებია, რომელთა ახსნა და თეორიულ ჩარჩოში მოქცევა რთულია. ჰიუ სეტონ-უოტსონი აღნიშნავს, რომ ,,არ მოიძებნება ერის არავითარი ,,მეცნიერული ახსნა“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა მაინც არსებობდა და დღესაც არსებობს“ (ანდერსონი, 2003, 18). ერთის თქმა შეგვიძლია ზუსტად: ნაციონალიზმი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე და ამას ისტორიაც გვიდასტურებს.

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

Cover

ფილოსოფიური საუბრები: ხელოვნება და ფილოსოფია

ხელოვნებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის გარკვევისათვის თავდაპირველად ცალ-ცალკე მათი არსებითი თავისებურებები უნდა გავარკვიოთ… როგორც ცნობილია, ხელოვნების ნაწარმოების აღქმა სრულიად თავისებურ სიამოვნებასა და ტკბობას გვანიჭებს, ფილოსოფოსები ხშირად ჩაფიქრებულან ამ ტკბობის შესახებ და მისი არსების წვდომას ცდილან…

აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი

Cover

ინტერვიუ ნინო ჩიქოვანთან: 2008 წლის ომის გააზრება აწმყო ცნობიერში

2008 წლის აგვისტოს ომი დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო საზოგადოებრივი გავლენების მქონე მოვლენაა. მისი აღქმა და გაანალიზება ხალხში დღემდე სხვადასხვა ფორმითა და ინტერპრეტაციით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი თავად ერის იდენტობის, საზოგადოებრივი და კულტურული სტრუქტურების შესახებ ახალი და განსხვავებული დასკვნების საშუალებას იძლევა. მოცემული ინტერვიუ სწორედ ამ ომის საზოგადოების აწმყო ცნობიერში არეკვლას დაეთმო. ამ საკითხებზე სასაუბროდ კი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურის კვლევების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი მოვიწვიეთ.

ტრანსკრიფტების სვეტი

Cover

De Re Publica, ეპიზოდი 5: იდენტობის ფორმირება-ლიტერატურა, ნაწილი 2

ვაგრძელებთ იდენტობაზე საუბარს ისევ ლიტერატურულ ჭრილში ბატონ ზაალ ჩხეიძესთან ერთად. წინა კვირის ეპიზოდიდან გემახსოვრებათ, რომ ამ თემაზე საუბრისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა უშუალოდ 1918-21 წლებზე, არამედ საკითხს უფრო ზოგად ჭრილში განვიხილავთ, რათა ჯერ ქართული იდენტობის საზღვრები მოვხაზოთ ლიტერატურით, ხოლო შემდეგ გადავიდეთ პოლიტიკურ და კულტურულ შრეებზე.

ჟურნალის გამოწერა

“მდევარის” ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

“მდევარს” წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია “რერო”

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა

მდევარი