რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

მდევარი mdevari

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია

სრული ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს “მდევარის” არამატერიალურ, ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ
Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის სათავეებთან: სიორენ კირკეგორი

ვიკა კახიძე

1813 წლის 5 მაისს 57 წლის კოპენჰაგელ ვაჭარს, მიხაელ პედერსენ კირკეგორს, შეეძინა მეშვიდე შვილი – სიორენი. სიორენის დედა – ანა – ადრე მსახური იყო მიხაელ კირკეგორის ოჯახში. ასე რომ, ა. ფეტერის სიტყვებით რომ ვთქვათ, მომავალი ფილოსოფოსი “მამის მხრივ იყო “შვილი მოხუცისა”, როგორც ისააკი, ხოლო დედის მხრივ “შვილი მსახურისა”, როგორც აბრაამის მეორე მემკვიდრე ისმაილი”. [1]. სიორენის მამას – ღრმად მორწმუნე კაცს – სიცოცხლის აღსასრულამდე სტანჯავდა ძველი ცოდნა: ბავშვობაში პატარა მიხაელი ცხვარს მწყემსავდა იუტლანდიაში და ერთხელ, ქანცგაწყვეტილმა, ცხოვრებით გამწარებულმა დასწყევლა ღმერთი. ღვთისმოშიშმა მიხაელ პედერსენმა ვერ აპატია თავის თავს: მძიმე განწყობა, მელანქოლია მას ხშირად სტუმრობდა. ამ მელანქოლიას აძლიერებდა კიდევ ერთი შეცდომის გახსენება. პირველი ცოლისგან მიხაელ პედერსენს შვილი არ შესძენია. მეუღლის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ მან ცოლად ითხოვა ანა ლუნდი, რომელსაც ჯვრის დაწერიდან 4 თვის შემდეგ ეყოლა შვილი… სიორენის მსოფლმხედველობისა და ხასიათის გამომუშავებაში სწორედ მამის ზეგავლენა იგრძნობა – დედას მომავალი ფილოსოფოსი სულაც არ ახსენებს თავის დღიურებში. მიხაელ პედერსენმა – მკაცრმა, დესპოტმა მამამ – მემკვიდრეობად დაუტოვა თავის ვაჟს ღვთის შიშიცა და მტანჯველი მელანქოლიაც.

“მდევარის” ავტორთა სვეტი

Cover

ციფრული სიგნალების დამუშავება: JPEG კუმშვის ალგორითმი და მისი დანერგვა მატლაბში

JPEG (Joint Photographic Experts Group) გამოსახულების კუმშვის მკარგავი (lossy) ბუნების[1] ალგორითმია, რომელიც ციფრული სურათების ზომის ისე შესამცირებლად შეიქმნა, რომ ხარისხი მნიშვნელოვნად არ დაიკარგოს. ალგორითმის მკარგავი ბუნება მოიაზრებს მოცემულობას, რომ ფაილის ინფორმაციის ნაწილი კუმშვისას იკარგება. JPEG ადრიან ოთხმოცდაათიან წლებში შეიქმნა და დღესდღეობით ინტერნეტში ყველაზე ხშირად გამოყენებადი გამოსახულების შეკუმშვის ფორმატია.

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

Cover

დიმიტრი უზნაძე

დიდი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე სიცოცხლეშივე იქცა მეცნიერების კლასიკოსად. მან თავისი სამეცნიერო ნაშრომებითა და მოღვაწეობით უდიდესი როლი შეასრულა ამ დარგის განვითარებაში.                დიმიტრი უზნაძემ შექმნა ფსიქოლოგიური კვლევის ახალი მიმართულება – განწყობის ფსიქოლოგია – მსოფლიო ფსიქოლოგიური მეცნიერების მნიშვნელოვანი მონაპოვარი.                დიმიტრი უზნაძემ შეძლო ის, რასაც ვერ ახერხებს ბევრი დიდი მეცნიერი – დააარსა ქართული ფსიქოლოგიური სკოლა, რითაც საიმედო საფუძველი ჩაუყარა მის მიერ შექმნილი თეორიის ბაზაზე ქართული ფსიქოლოგიის მომავალს.

ტრანსკრიფტების სვეტი

Cover

De Re Publica, ეპიზოდი 3: რესპუბლიკის საზღვრების დადგენა

ვაგრძელებთ საქართველოს იდენტობის ჩამოყალიბების შესახებ საუბარს. სანამ უშუალოდ დღევანდელი გადაცემის თემაზე გადავალთ, მოკლედ მინდა, რომ შევაჯამოთ ის თემები, რომლებზეც განვლილი ორი გადაცემის განმავლობაში ვისაუბრეთ. პირველი: ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება: როგორ გაიაზრეს დამფუძნებელმა მამებმა ინტელექტუალური მემკვიდრეობა და მეორე – საერთაშორისო სივრცეებში როგორ აღიარეს ჩვენი სუვერენიტეტი. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს განვიხილავთ, თუ როგორ დადგინდა საზღვრები და ამ საზღვრების შემოწერისას რა სახის გამოწვევებთან  უწევდა საქართველოს გამკლავება.

ჟურნალის გამოწერა

“მდევარის” ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

“მდევარს” წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია “რერო”

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა

მდევარი