-
ცხოვრების აზრი და თვითმკვლელობა

ცხოვრების აზრის შესახებ შეკითხვა თვითონ არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ცხოვრება ფარულად მუდამ შეიცავს ამ კითხვასა და გარკვეულ პასუხს მასზე. მაგრამ ეს კითხვა ხანდახან ფარულიდან აშკარა კითხვად იქცევა. ეს უბრალო შემთხვევა არაა. ამ კითხვის ფარულ და აშკარა არსებობას შორის დიდი სხვაობაა. კითხვის ფარული არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ მასზე დადებითადაა ნაპასუხევი. კითხვის აშკარა არსებობა კი იმაზე მიუთითებს,…
-
სიმბოლური თვითდაზიანების საზოგადოებრივ-პოლიტიკური რიტუალი საქართველოში: ინტერვიუ ნინო ჟღენტთან

სიმბოლური თვითდაზიანება თანამედროვე ქართველ საზოგადოებაში საკამათო და წინააღმდეგობრივი თემაა. ასეთი ქმედებები ხალხის მიერ განსხვავებულად და არათანმიმდევრულად აღიქმება, – ზოგისთვის პოლიტიკური დამოკიდებულების მკვეთრი გამოხატვაა, სხვებისთვის კი პირადი ტანჯვის ცოცხალქმნა ან მორალური სიმტკიცის გამოვლინება. ინტერვიუს მოპასუხეა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჟღენტი. მისი სასწავლო კურსები მოიცავს თვისებრივი კვლევის მეთოდებსა და სოციალურ თეორიას. ის ასევე არის მკვლევარი…
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბრალდებულია სახელმწიფო

ადამიანების თვითშეწირვა არახალია კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა თვითმკვლელობამ პოლიტიკური პროტესტის გაცხადებული ფორმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ მიიღო. ნაშრომში ამ ქმედებას ვუწოდებ სიმბოლურ თვითმკვლელობას. აქ სიმბოლური თვითმკვლელობა არის საჯარო, მიზანმიმართული, თვითმეტყველი და მისი პირდაპირი გამომწვევი მიზეზი არ არის ფსიქოლოგიური პრობლემა, ავადობა. რასაკვირველია, ნაშრომში არ უარვყოფ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რომელიც მსგავს ქმედებას უძღვის წინ, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ესეც…
-
დავიწყება, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა

ბრიტანელი ანთროპოლოგი მერლინ სთრათერნი თავის წიგნში „ბუნების შემდგომ: ნათესაობა მე-20 საუკუნის მიწურულის ინგლისში“ საინტერესო შედარებას გვთავაზობს ინგლისელებისა და ტრობრიანის კუნძულების მაცხოვრებლების მიმართებებს შორის, კერძოდ, პიროვნების ცნების, მისი თავისთავადობისა და სიკვდილის შესახებ. ინგლისელ საზოგადოებაში ეს უკანასკნელი არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა არსებობა შეწყვიტა – ის ცნობიერად ახლობლების მეხსიერებაშია. მაშინაც კი, თუ მის შესახებ მოგონებები და ცნობები…
-
ხევსურეთის ისტორიული მიმოხილვა

ისტორიულ-არქეოლოგიურად ხევსურეთი ჯერ შეუსწავლელია და ამიტომ ძნელია ამ კუთხის სრული ისტორიული მიმოხილვა. მაგრამ იმ მცირეოდენი და ნაწყვეტი ცნობების მიხედვით, რომლებიც მოიპოვება ქართულ საისტორიო წყაროებში, ჩვენ მაინც შევეცდებით აღვადგინოთ ხევსურეთის ისტორიული წარსულის მკრთალი სურათი. ხევსურეთი არქეოლოგიურად არავის უკვლევია, მაგრამ შემთხვევით აღმოჩენილი ნივთების მიხედვით მაინც ირკვევა, რომ პრეისტორიულ ხანაში ადამიანს დღევანდელი ხევსურეთის მიდამოში უცხოვრია. ამას მოწმობს აქ…
-
სალეხანა: ჯაინიზმის რიტუალური თვითმკვლელობა

პირველი ჯაინი, რომლის შესახებ ცნობები ისტორიული წყაროებით დასტურდება, მაჰავირა იყო. საგულისხმოა, რომ მაჰავირამ საფუძველი ჩაუყარა ჯაინიზმს და განსაზღვრა მისი განვითარების მიმართულება. მაჰავირამ სიცოცხლე სალეხანით – თვითმკვლელობა ნებაყოფლობითი შიმშილის გზით – დაასრულა და ეს უკანასკნელი ჯაინიზმის რიტუალად აქცია. ჯაინიზმისთვის სახასიათოა მკვეთრად გამოხატული მიზანი, რომლის მისაღწევადაც განსაზღვრულია საშუალებები. იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ შიმშილით თვითმკვლელობის ონტოლოგიური რაობა და მასთან…
-
ლაკანის სიმბოლური წესრიგის ტყვეობა და ანტინატალიზმი

,,მე საკუთარ თავს ვცნობ ენაში, მაგრამ მხოლოდ იმ ფასად, რომ მასში, როგორც ობიექტი, ვიკარგები[1]’’. ჟაკ ლაკანისთვის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნისა და ფსიქოანალიტიკოსისთვის, უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი რამ, რაც ადამიანს ფიზიკურ სამყაროსთან აკავშირებს, ენაა. ენა ლაკანისთვის არა უბრალოდ ურთიერთობის საშუალება, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბებისა და არსებობის ქვაკუთხედია. ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება ადამიანი…
-
ვილიამ თომსონი (კელვინი) – 1824-1907

ზუსტი მეცნიერების ისტორიაში არაერთი მეცნიერი შეიძლება დავასახელოთ ისეთი, რომლებმაც გასაოცარი ნიჭი ძალზე ადრე გამოამჟღავნეს. მაგრამ 10 წლის ბავშვი რომ უნივერსიტეტის სტუდენტად ჩაერიცხათ, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა: ვილიამ თომსონი 8 წლის ასაკში მათემატიკის ლექციებს ისმენდა გლაზგოს უნივერსიტეტში, ხოლო ორი წლის შემდეგ იგი გახდა პირველი კურსის სტუდენტი. ვილიამ თომსონი დაიბადა 1824 წლის 26 ივნისს ბელფასტში (ირლანდია), მათემატიკის…
-
რწმენის ნეიორომეცნიერება: კოგნიტური მოლოდინის ზეგავლენა ნერვულ მოქმედებაზე პლაცებოს მოვლენისას

რწმენა ადამიანში თავისთავადაა ჩაშენებული, როგორც თანმდევი სისტემა, რომელიც მუდამ იცვლება გარემო პირობების გავლენით და თავადაც ზემოქმედებს პიროვნებაზე, მის მსოფლმხედველობაზე, ღირებულებებზე, საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და სხვა. ამ სტატიაში ლაკონიურად მიმოვიხილავ რწმენის ფიზიოლოგიურ შედეგებს – თუ როგორ „ითარგმნება“ სუბიექტური რწმენა ტვინის ნეიროფიზიოლოგიურ ენაზე და როგორ ვითარდება რწმენის ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ნეირობიოლოგიური გამოხატულება – პლაცებოს…
-
რელიგიური გამოცდილება კინემატოგრაფში: გერმანული თეოლოგიიდან ტრანსცენდენტალურ კინომდე

რწმენა, გათავისუფლებული სარწმუნოებრივი სისტემებისგან და წარმოდგენილი თავისი წმინდა ფორმით, დიდწილად განსაზღვრავს ადამიანური არსებობის გააზრების მნიშვნელობას. მაგრამ რწმენა ,,რელიგიური გამოცდილების“ გარეშე სრულყოფილად არ და ვერ მოგვეცემა – რელიგიური გამოცდილება განაპირობებს არა მხოლოდ რელიგიების არსებობას, არამედ, რაც მთავარია, წმინდა, მარტივი და თვისებრივი რწმენის განცდის შესაძლებლობასაც. სწორედ ამ გამოცდილების შესწავლას ემსახურება ქვემოთ მოცემული ტექსტი. ფილმი, როგორც თანამედროვე ეპოქის…
-
ქართველი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში – გრიგოლ ფერაძე (1899-1942)

ერთხელ განსვენებულმა დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი. შევუსწარი იმ დროს, როცა მოხარშულ კარტოფილს კანს აცლიდა და მას სულ ცოტა კარაქს აცხებდა — ეს იყო მისი საუზმეც, სადილიც და ვახშამიც. – მამაო! როგორ შეიძლება ამით თავი გაიტანო? – მაინცდამაინც ჭამას არ მივდევ. თუ იქნება, ვჭამ, თუ არა და ამითაც გავიტან თავს. გრიგოლ ფერაძემ მომითხრო თავისი თავგადასავალი….…
-
ხატებისა და წმინდანების მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში: ინტერვიუ ნიკოლოზ ალექსიძესთან

წმინდანები და ხატები საქართველოს კულტურის ჩვიდმეტსაუკუნოვანი ნაწილია. იქიდან გამომდინარე, რომ მართლმადიდებლობა ქართული პოლიტიკური ისტორიის მნიშვნელოვანი მდგენელია, ბუნებრივია, სარწმუნოებასთან ერთად, წმინდანებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. მაგალითად, უძველეს მატიანეებში წმინდა ნინო შეგვიძლია ერთდროულად აღვიქვათ, როგორც სასულიერო და პოლიტიკური პირი (Aleksidze 2021). შუა საუკუნეებიდან საქართველოში ჩნდება და ვითარდება ეროვნული წმინდანების იდეაც. წმინდანების კულტით განსაკუთრებით მე-19 და მე-20…