-

მოლეკულური ამბოხი: გენი გენომის წინააღმდეგ
მემკვიდრეობითობის ცნება იმ ფორმით, რომელსაც დღეს მარტივ ჭეშმარიტებად აღვიქვამთ, საკმაოდ ახალი დამკვიდრებულია მეცნიერებაში. სულ რაღაც ორიოდე საუკუნის წინ, თაობებს შორის ურთიერთობა უფრო დიდ საიდუმლოებასთან – სიცოცხლის საწყისებთან იყო დაკავშირებული და არავინ ფიქრობდა, რომ მისი ახსნა ერთი მოლეკულის არსებობით იქნებოდა შესაძლებელი. მემკვიდრეობისადმი დღევანდელი შეხედულების ჩამოყალიბება მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო მენდელის, უოლესის და დარვინის ნაშრომებით. 1953 წელს ფრანცის…
-

კვების რაციონის ზეგავლენა კოლექტიურ კოგნიტურ უარყოფაზე
1951 წლის აგვისტოში საფრანგეთის პატარა ქალაქს, პონ-სენტ-ესპრის, მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს. ასამდე ადამიანმა მიმართა ექიმს გულძმარვის, მუცლის ტკივილისა და ციებ-ცხელების გამო. ეს უცნაური ეპიდემია თავდაპირველად ხორცისგან მოწამვლას მიაწერეს, თუმცა პირველივე ღამეს ერთ-ერთი დაავადებული კრუნჩხვებით გარდაიცვალა. მეორე დღეს ორი მამაკაცი, რომლებიც გამოჯანმრთელებული ეგონათ, ქუჩაში ყვირილით დარბოდა, მტრები მოგვსდევენო. ერთმა პატარა ბიჭმა დედის დახრჩობა სცადა. რამდენიმე დაავადებული…
-

ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი
ძილისა და სიზმრების ისტორია დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის თანადროულია. ცოცხალი არსებები უკვე ათასწლეულებია საკუთარი ცხოვრების საშუალოდ ერთ მესამედს მძინარენი ატარებენ. კაცობრიობა შეეგუა „ტრადიციას“, რომ უკლებლივ ყოველ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა მიეცეს მდგომარეობას, რომელშიც საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად გახევებული, ცნობიერებაწართმეული უნდა წარდგეს მეტად მძაფრი, ხშირად შემაძრწუნებელი ზმანების პირისპირ და დასრულებისთანავე წესისამებრ განაგრძოს ცხოვრება. მოცემულობა ასეთია, რომ ეს…
-

სახეობის პრობლემა ბიოსისტემატიკაში: ჩარლს დარვინი სახეობების შესახებ
დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველის ჩ. დარვინის თხზულების – „სახეობათა წარმოშობის“ გამოცემის წელს (1859) გამოქვეყნდა ფრანგი ბოტანიკოსის დ. გორდონის გამოკვლევა, რომელშიც ასახულია ავტორისა და მის მრავალრიცხოვან თანამოაზრეთა დამოკიდებულება სახეობის ზოგადი თავისებურებების მიმართ. აი, ამ შრომის ზოგიერთი ძირითადი დასკვნა: სახეობები, როგორც წესი, არ იცვლებიან, ამიტომ ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხოლო ტიპური ფირმები ბევრად აღემატება შუალედურს; სახეობა შესაძლოა გადაშენდეს,…