დიმიტრი უზნაძე
დიდი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე სიცოცხლეშივე იქცა მეცნიერების კლასიკოსად. მან თავისი სამეცნიერო ნაშრომებითა და მოღვაწეობით უდიდესი როლი შეასრულა ამ დარგის განვითარებაში. დიმიტრი უზნაძემ შექმნა ფსიქოლოგიური კვლევის ახალი მიმართულება – განწყობის ფსიქოლოგია – მსოფლიო ფსიქოლოგიური მეცნიერების მნიშვნელოვანი მონაპოვარი. დიმიტრი უზნაძემ შეძლო ის, რასაც ვერ ახერხებს ბევრი დიდი მეცნიერი – დააარსა ქართული ფსიქოლოგიური სკოლა, რითაც…
თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის სათავეებთან: სიორენ კირკეგორი
1813 წლის 5 მაისს 57 წლის კოპენჰაგელ ვაჭარს, მიხაელ პედერსენ კირკეგორს, შეეძინა მეშვიდე შვილი – სიორენი. სიორენის დედა – ანა – ადრე მსახური იყო მიხაელ კირკეგორის ოჯახში. ასე რომ, ა. ფეტერის სიტყვებით რომ ვთქვათ, მომავალი ფილოსოფოსი “მამის მხრივ იყო “შვილი მოხუცისა”, როგორც ისააკი, ხოლო დედის მხრივ “შვილი მსახურისა”, როგორც აბრაამის მეორე მემკვიდრე ისმაილი”. [1]. სიორენის…
De Re Publica, ეპიზოდი 3: რესპუბლიკის საზღვრების დადგენა
ვაგრძელებთ საქართველოს იდენტობის ჩამოყალიბების შესახებ საუბარს. სანამ უშუალოდ დღევანდელი გადაცემის თემაზე გადავალთ, მოკლედ მინდა, რომ შევაჯამოთ ის თემები, რომლებზეც განვლილი ორი გადაცემის განმავლობაში ვისაუბრეთ. პირველი: ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება: როგორ გაიაზრეს დამფუძნებელმა მამებმა ინტელექტუალური მემკვიდრეობა და მეორე – საერთაშორისო სივრცეებში როგორ აღიარეს ჩვენი სუვერენიტეტი. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს განვიხილავთ, თუ როგორ დადგინდა…
ციფრული სიგნალების დამუშავება: JPEG კუმშვის ალგორითმი და მისი დანერგვა მატლაბში
JPEG (Joint Photographic Experts Group) გამოსახულების კუმშვის მკარგავი (lossy) ბუნების[1] ალგორითმია, რომელიც ციფრული სურათების ზომის ისე შესამცირებლად შეიქმნა, რომ ხარისხი მნიშვნელოვნად არ დაიკარგოს. ალგორითმის მკარგავი ბუნება მოიაზრებს მოცემულობას, რომ ფაილის ინფორმაციის ნაწილი კუმშვისას იკარგება. JPEG ადრიან ოთხმოცდაათიან წლებში შეიქმნა და დღესდღეობით ინტერნეტში ყველაზე ხშირად გამოყენებადი გამოსახულების შეკუმშვის ფორმატია.