-

ცხოვრების აზრი და თვითმკვლელობა
ცხოვრების აზრის შესახებ შეკითხვა თვითონ არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ცხოვრება ფარულად მუდამ შეიცავს ამ კითხვასა და გარკვეულ პასუხს მასზე. მაგრამ ეს კითხვა ხანდახან ფარულიდან აშკარა კითხვად იქცევა. ეს უბრალო შემთხვევა არაა. ამ კითხვის ფარულ და აშკარა არსებობას შორის დიდი სხვაობაა. კითხვის ფარული არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ მასზე დადებითადაა ნაპასუხევი. კითხვის აშკარა არსებობა კი იმაზე მიუთითებს,…
-

ლაკანის სიმბოლური წესრიგის ტყვეობა და ანტინატალიზმი
,,მე საკუთარ თავს ვცნობ ენაში, მაგრამ მხოლოდ იმ ფასად, რომ მასში, როგორც ობიექტი, ვიკარგები[1]’’. ჟაკ ლაკანისთვის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნისა და ფსიქოანალიტიკოსისთვის, უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი რამ, რაც ადამიანს ფიზიკურ სამყაროსთან აკავშირებს, ენაა. ენა ლაკანისთვის არა უბრალოდ ურთიერთობის საშუალება, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბებისა და არსებობის ქვაკუთხედია. ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება ადამიანი…
-

სალეხანა: ჯაინიზმის რიტუალური თვითმკვლელობა
პირველი ჯაინი, რომლის შესახებ ცნობები ისტორიული წყაროებით დასტურდება, მაჰავირა იყო. საგულისხმოა, რომ მაჰავირამ საფუძველი ჩაუყარა ჯაინიზმს და განსაზღვრა მისი განვითარების მიმართულება. მაჰავირამ სიცოცხლე სალეხანით – თვითმკვლელობა ნებაყოფლობითი შიმშილის გზით – დაასრულა და ეს უკანასკნელი ჯაინიზმის რიტუალად აქცია. ჯაინიზმისთვის სახასიათოა მკვეთრად გამოხატული მიზანი, რომლის მისაღწევადაც განსაზღვრულია საშუალებები. იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ შიმშილით თვითმკვლელობის ონტოლოგიური რაობა და მასთან…
-

რელიგიური გამოცდილება კინემატოგრაფში: გერმანული თეოლოგიიდან ტრანსცენდენტალურ კინომდე
რწმენა, გათავისუფლებული სარწმუნოებრივი სისტემებისგან და წარმოდგენილი თავისი წმინდა ფორმით, დიდწილად განსაზღვრავს ადამიანური არსებობის გააზრების მნიშვნელობას. მაგრამ რწმენა ,,რელიგიური გამოცდილების“ გარეშე სრულყოფილად არ და ვერ მოგვეცემა – რელიგიური გამოცდილება განაპირობებს არა მხოლოდ რელიგიების არსებობას, არამედ, რაც მთავარია, წმინდა, მარტივი და თვისებრივი რწმენის განცდის შესაძლებლობასაც. სწორედ ამ გამოცდილების შესწავლას ემსახურება ქვემოთ მოცემული ტექსტი. ფილმი, როგორც თანამედროვე ეპოქის…
-

ირაციონალურის ცნების საკითხებისთვის
ჩვენ შეიძლება სათაურიდანვე შემოგვედავონ, რომ უფლება არა გვაქვს მოვითხოვოთ იმის ცნების დადგენა და განსაზღვრება, რაც არ ემორჩილება რაციონალურ აზროვნებას და გადის მის ფარგლებს გარეთ, რომ აზროვნება ვერ ახსნის და ვერ დაადგენს იმის ლოგიკურ ნიშნებს, რაც ალოგიკურია, უცხოა მისთვის; ამდენად, ირაციონალურის ცნება ლოგიკური შეუსაბამობაა. თუ საკითხს ასე შევხედავთ, მაშინ ირაციონალიზმმა, როგორც ფილოსოფიურმა თეორიამ, არსებობაზე უარი უნდა…
-

სიბრიყვის დემოკრატია: ბრბოს ფილოსოფიური ანატომია
ბრბოს სიბრიყვე, როგორც ერის არსებობის ფუძემდებლური პრინციპი, ახალი ცნება არ არის. ჯერ კიდევ პლატონი იყო დემოკრატიის, როგორც ხალხის (ბრბოს) მმართველობის, კრიტიკოსი. ფილოსოფოსის აზრით, ბრბოს სიბრიყვეს უმთავრესად განაპირობებდა მისი ყველა ერთეულის ჩართვა სახელმწიფოს მართვაში, იმის უგულებელყოფით, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი ცოდნა; სწორედ პირადი აზრიდან ჯგუფურზე გადასვლაა ბრბოს მმართველობის მთავარი პრობლემა და მისი სიბრიყვის საწყისი.
-

როგორ დაცარიელდა ცა, ანუ ათეისტური აზრის მოკლე (დასავლური) ისტორია
რელიგია, როგორც ადამიანების ცხოვრების პირადი წესი, ერთმნიშვნელოვნად ახალი იდეაა დასავლურ სამყაროში. საუკუნეების განმავლობაში სწორედ რელიგიური სტრუქტურების გარშემო ყალიბდებოდა საზოგადოებები – რელიგია და ცხოვრება ერთმანეთისგან განუყოფელი, განურჩეველი იყო. ამ სინამდვილეში ათეიზმი, როგორც მკაფიოდ ჩამოყალიბებული დოქტრინა, მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვეობაში შეიქმნა. მიუხედავად ამისა, მისი საწყისები მსოფლიოს ადრეულ ეპოქებში მაინც შეიძლება ვეძიოთ. თუმცა პასუხი მრავალ კითხვას უნდა გაეცეს:…
-

ხელმისაწვდომი უსასრულობის ფილოსოფია, ანუ მათემატიკური განუზღვრელობა
მითოლოგიით დავიწყოთ. ერთხელ ახალგაზრდა პიროვნებამ საკუთარ თავს ჰკითხა, – როდესაც დამზერად სამყაროში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, როცა სხვაგვარს ვერაფერს ხედავ, როგორ უნდა გაჩენილიყო აზრი უთავბოლო, შემოუსაზღვრელი სიდიდის შესახებ? ახალგაზრდა პიროვნებამ დაიწყო ფიქრი პირველ ადამიანებზე, რომლებიც, ალბათ, გარემოებაში მხოლოდ კანონზომიერებებს ამჩნევდნენ, ერთმანეთში გარდამავალ წესრიგს. ამიტომაც, თუკი დაინტერესებოდნენ, რა იყო მანამდე, ვიდრე თვითონ, ვიდრე არსებობა, ლოგიკურად…
-

სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა
სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეა, რომელმაც ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის, ახალი მხარეების წარმოჩენით საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი აზრის ახალ მიმართულებას. სოკრატემდელი ფილოსოფია უმთავრესად სამყაროს მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების შესწავლით კმაყოფილდებოდა და საზოგადოებრივ ცხოვრებით განპირობებული სოციალური მოვლენების მეცნიერულ შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მხრივ სოკრატეს წინამორბედი არ ჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მატერიალისტ დემოკრიტეს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეთიკა როგორც…
-

ანგია ბოჭორიშვილი ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მკვლევარი (1902-1981)
გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილი დაიბადა 1902 წლის 16 დეკემბერს, ს. ლახამულაში (ზემო სვანეთი) სასულიერო პირის ოჯახში, გარდაიცვალა 1981 წლის 15 აპრილს თბილისში: დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სწავლობდა ქუთაისის პირველ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა ოქროს მედალზე და შევიდა (1920) თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. პროფ. დ. უზნაძისა და პროფ. შ. ნუცუბიძის შუამდგომლობით…