რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

მდევარი mdevari

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია

სრული ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს “მდევარის” არამატერიალურ, ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ

Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

მოლეკულური ამბოხი: გენი გენომის წინააღმდეგ

ნუცა ცირეკიძე

"მდევარის" ავტორთა სვეტი

Cover

სტუდენტური რევოლუციების მოკლე ისტორია

სტუდენტური რევოლუციების ქრონიკები სწორხაზოვნად ვერ მოიყოლება. ერთი მხრივ, როდის იწყება სტუდენტობის ისტორია? - უნდა მოვიაზროთ თუ არა განათლების მიღების უძველესი ფორმებიც? მეორე მხრივ, პირველ რევოლუციად რომელი მივიჩნიოთ? კაცობრიობის ისტორია, შეიძლება ითქვას, რევოლუციების, ჯანყებისა და ომების ისტორიაა. ამ შემთხვევაში კი მთავარი საფიქრალი ისაა, რევოლუციის ცნება სტუდენტურ დღის წესრიგთან როდის იკვეთება. დასმულ კითხვებზე ზუსტი პასუხის ნაცვლად, სტატიის ამოცანაა, მოვლენათა დაკავშირებით გავისიგრძეგანოთ გზა პირველი უნივერსიტეტების დაარსების ეპოქაში სტუდენტური უკმაყოფილების პირველი ყურადსაღები გამოხატულებიდან - გაფიცვიდან - 1968 წლის რევოლუციებამდე. თავდაპირველად სტატიაში საუბარია პირველ უნივერსიტეტებზე შუა საუკუნეების ევროპაში და გაფიცვის პრაქტიკის, როგორც არსებითი უფლების, დაცვაზე. შუა საუკუნეების შემდეგ განმანათლებლობის ეპოქას მიმოვიხილავთ - როდესაც ტერმინი რევოლუცია პოლიტიკური მნიშვნელობით მკვიდრდება, ლოკისა და რუსოს საზოგადოებრივი ხელშეკრულების იდეათა ერთ-ერთი უპირველესი გამზიარებელნი და გამავრცელებელნი კი სტუდენტები ხდებიან. განმანათლებლების ნააზრევთა დაგვირგვინებად შეიძლება მივიჩნიოთ ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციები.

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

Cover

უტუ მიქავა და უტუ თოდუა

როგორც გამოირკვა, გლეხური აჯანყების მთავარ ხელმძღვანელებად გვევლინებიან: საჭილაოდან (სუჯუნის რაიონიდან) - კოჩა თ ო დ უ ა, სალიპარტიანოდან - უტუ თ ო დ უ ა და წალენჯიხა-ჯვარიდან კი - უტუ მ ი ქ ა ვ ა. პირველი მათგანი, კოჩა თ ო დ უ ა, აზნაური კორძაიას გლეხი საჭილაოს რაიონიდან, უკვე ხანში შესული, 50 წლისა, შესახედავად მეტად ახოვანი, წვრილვაჭრობას მისდევდა. როდესაც სამეგრელოს მომეტებულ ნაწილში გლეხთა აჯანყებამ იმძლავრა, გლეხებმა ის გაიხადეს ხელმძღვანელად, რომელსაც ევალებოდა ჩაგრულ და შეურაცხყოფილ მოძმეთა მისწრაფებათა დაცვა. მის ასეთ აღიარებას განსაკუთრებით ხელს უწყობდა, როგორც, ერთი მხრივ, ვაჭრობაში შეძენილი ცოდნა-გამოცდილება, ისე, მეორე მხრივ და უმეტესად, გარეგნული აღნაგობა: მოყვანილი ტანადობა. გახდა რა საჭიალო-სუჯუნის რაიონის გლეხთა მეთაური, კოჩამ გაიჩინა ადიუტანტები, პირადი მდივანი, შიკრიკები. დადიოდა ის მთელი თავისი მხლებლებით და აწესებდა სამართალს ბატონსა და ყმას შორის. გლეხებს მასთან შემოჰქონდათ წერილობითი საჩივრები. კოჩა უწყებების საშუალებით იბარებდა მებატონეებს და, თუკი უკანასკნელნი ცხადდებოდნენ, ის მორიგებით ათავებდა ხშირად საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზავნიდა ადგილობრივ თავის რწმუნებულებს, რომელთაც ევალებოდათ დაეკმაყოფილებინათ გლეხების მოთხოვნილებანი. თავის მოქმედებაში კოჩა იყო მეტად მკაცრი; მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ მას უყვარდა წესრიგიც. მებატონეები განსაკუთრებით ესწრაფვოდნენ მის მფარველობას და ხშირი იყო კოჩას მიწვევა-დაპატიჟება მებატონეებისაგან მისი გულის მოსაგებად...

"მდევარის" ავტორთა სვეტი

Cover

ქალთა ჯანყი საბჭოთა პოლიტიკის წინააღმდეგ

1930-იან წლებში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში დაწყებულმა კოლექტივიზაციამ სოფლის მეურნეობისა და, შესაბამისად, საზოგადოების არსებითი ცვლილება დაისახა მიზნად. აღნიშნული პოლიტიკა კერძო მეურნეობების „საერთო სიკეთისთვის“ გაერთიანებასა და სახელმწიფოს დაქვემდებარებას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ „პროპაგანდისტულმა სახელმწიფომ“, საბჭოთა კავშირმა, კოლექტივიზაციის პოლიტიკა სოციალისტური სახელმწიფოს თანმდევ ნაწილად წარმოაჩინა, მას მაინც მოჰყვა საზოგადოების მიერ უხეშად დარღვეული წესრიგის განცდა, რამაც გლეხთა წინააღმდეგობას დაუდო სათავე. ადგილობრივი ტრადიციებისა და გენდერული როლების ნაზავმა ეს პროტესტი გამორჩეული და ნაყოფიერი გახადა. ქალების მიერ წინააღმდეგობრივი გამოსვლების მოწყობამ მათთან დაკავშირებული აღქმები შეცვალა და ადამიანის უფლებების გამთელავ პოლიტიკაზე საპასუხო ახლებურ პროტესტს ჩაუყარა საფუძველი.

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

Cover

ამბოხება კახეთისა (1812 წ.) – ისტორიული ამბავი

შფოთისა და მღელვარების ნაპერწკალი პირველად ამოვარდა ს. ახმეტაში 1812 წლის 31 იანვარს. აქედან ამბოხების ალი მოედო კახეთს, გადავარდა შუაგულ ქართლში, უწია ოსეთს და მოუახლოვდა ტფილისს. მღელვარების ცეცხლსა და ბოლში გაეხვა ქიზიყი, შეიტრუსა დღევანდელი ზაქათალა და თითქმის შექის სახანოს მიაღწია აჯანყებამ. უბედური იყო პირველი ხანა რუსის მთავრობის დამკვიდრებისა საქართველოსა და ამიერკავკასიაში. მღელვარებითა და დრტვინვით მიეგება კნორრინგს საქართველოს წარჩინებული თავადიშვილობა. დიდად იუცხოვეს თავადიშვილებმა კნორრინგის უცნაური საქციელი, რომელმაც სამხედროები გარს შემოავლო სადგურს, სადაც 8 მაისს 1802 წ. რუსის იმპერატორის ერთგულების ფიცი მიიღო ქართველმა თავადიშვილობამ და მოქალაქეთ. ყველაზე მეტად გულნაკლულად იყო კახელობა. მათში გაატარა სიყმაწვილე და სიჭაბუკე სახელოვანმა მეფემ ერეკლე მეორემ, მათთან იღვწოდა ქვეყნისათვის და მათშივე მიებარა საფლავს. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ უწინარეს ყოვლისა ამბოხებამ კახეთში იჩინა თავი. არ გასულა დიდი ხანი ნაძალადევი ფიცის შემდეგ და იმავე 1802 წ. კახეთში დაიწყო ამბოხება. მთავრობამ მალე ჩააქრო მღელვარება თავადაზნაურობისა, ბევრნიც დასაჯა, მაგრამ ვინც გადარჩა სასჯელს, ადვილად არ ურიგდებოდა ახალ რეჟიმს და ფანტავდა საქართველოში უკმაყოფილების თესლს. უფრო საშიში და სავალალო იყო რუსის მთავრობისათვის აჯანყება მთიულეთისა 1804 წ. ათას რვაას ორ წელს პროტესტს აცხადებდა ფეოდალობა, 1804 წელს კი ამხედრდა თვით ერი, შეჰკრა საქართველოს სამხედრო გზა და მთლად მოწყვიტა მეტროპოლიას საქართველოსა და ამიერკავკასიაში გაბნეული მხედრობა.

"მდევარის" ავტორთა სვეტი

Cover

უმაღლესი განათლების ხარისხის სტანდარტები: პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტიტუციური მსაზღვრელი – კრიტიკული მიმოხილვა

უმაღლესი განათლების ხარისხის ცნება მრვალმხრივი განზომილებებით ხასიათდება, ვინაიდან სწორედ ის ასახავს პირველ რიგში საგანმანათლებლო სისტემების წარმატებას და შემდგომ საზოგადოების განვითარების დონეს. თავად ცნების განსაზღვრება, როგორც წესი, დამოკიდებულია ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფონზე, რომელშიც ყალიბდება განათლების სისტემის სტრუქტურა და მიზნები. შესაბამისად, უმაღლესი განათლების ხარისხისადმი მიდგომამ უამრავჯერ იცვალა სახე, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით, ტრადიციულად, ხარისხი აღიქმებოდა, როგორც უნივერსიტეტების იმპლიციტური და ბუნებრივი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრული იყო აკადემიური თვითმართვისა და სახელმწიფოსთან არსებული პასუხისმგებლობის პრინციპით. მეორე მხრივ, უნივერსიტეტები ხარისხს აიგივებდნენ უპირატესობასთან, ელიტურობასა და ცოდნის გადაცემის ტრადიციული მეთოდების დამკვიდრებასთან.

“მდევარის” თარგმანთა სვეტი

Cover

ავტორიტარული ინსტიტუტები და რეჟიმის განგრძობითობა: დემოკრატიული და შემდგომი ავტოკრატიული ცვლილებები

წინამდებარე სტატია შეისწავლის პარტიებისა და საკანონმდებლო ორგანოების გავლენას რეჟიმის შენარჩუნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარული საკანონმდებლო ორგანოები დიქტატორებს ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან, პოლიტიკურ პარტიებს (მაშინაც კი, როდესაც ისინი შექმნილია შიდა საფრთხეების ჩასახშობად) შეუძლიათ დიქტატორების ძალაუფლების შესუსტება. მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ავტორიტარული პარტიები ავტორიტარული მმართველი კლასის ინტერესების დაცვის ხელშეწყობით გავლენას მოიპოვებენ ძალაუფლების განაწილებაზე ახალ დემოკრატიაში. ამგვარად, ეს ინსტიტუტები ზრდიან დემოკრატიული ცვლილების ალბათობას. 1946 წლიდან 2002 წლამდე 108 ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმების მონაცემთა დამუშავებითა და მათი თანადროულობის გათვალისწინებით, სტატია შეისწავლის ავტორიტარული წყობილების ცვლილების სახეებს: დემოკრატიულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს. შედეგები ცხადყოფს, რომ ავტორიტარული საკანონმდებლო ორგანოები ამცირებს დიქტატორული მმართველობის ამგვარითვე ჩანაცვლების ალბათობას, ხოლოავტორიტარული პარტიები დაკავშირებულია დემოკრატიული ცვლილების მაღალ ალბათობასთან.

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

Cover

უცხოეთის ცის ქვეშ: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ცომაია, სოლომონ ზალდასტანიშვილი, სვიმონ მდივანი

ქაქუცა ჩოლოყაშვილი ერთი იმათგანია, ვისი სახელი ლეგენდასავით გავიდა ხალხში. ამ ლეგენდებს კვლავ ახალი ემატება, რისი მიზეზი, უწინარეს ყოვლისა, ის არის, რომ მის სახელს დღემდე ჩვენში ტაბუ აქვს დადებული. არადა, ინტერესი ამ პიროვნებისადმი არ ნელდება, ის კი არა, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დღითი-დღე კიდევ უფრო იზრდება... ქაიხოსრო (მეტსახელად ქაქუცა) ჩოლოყაშვილი პირდაპირი ჩამომავალი იყო სახელოვანი წინაპრის, საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი XVII ს.-ის სახალხო გმირის ბიძინა ჩოლოყაშვილისა. იგი დაბადებულა 1888 (საფლავის ქვაზე ამოკვეთილი მცდარი ცნობით, 1880) წლის 14 ივლისს, კახეთში, მამა-პაპურ სოფელ მატანში. მისი დედ-მამა იყვნენ დარია და იოსებ ჩოლოყაშვილები. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. სამხედრო სამსახური გაიარა რუსეთში, ტვერის დრაგუნთა პოლკში და სამშობლოში დაბრუნდა ოფიცრის ხარისხით. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო ილიას ასული მეღვინეთუხუცესი, ვისგანაც ორი ასული - თამარი (ციცნა) და ქეთევანი - შეეძინა... ამათგან ციცნა 1988 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა თბილისში, ქეთევანი კი თავს მხნედ გრძნობს. დღეს მათი ქალიშვილები აგრძელე- ბენ ქაქუცას გენს საქართველოში.

"მდევარის" ავტორთა სვეტი

Cover

თომას ჰობსი და ფრანც ფანონი საფუძვლიანი ჯანყის შესახებ

ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი, რომელმაც უმეტესად პოლიტიკურ ფილოსოფიაში დაწერილი ნაშრომებით გაითქვა სახელი, თავის ყველაზე ცნობილ წიგნ „ლევიათანში“ განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბუნებითი კანონები, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, სახელმწიფოს დაარსების მიზნობრიობა, სახელმწიფოს დაშლის ან დასუსტების მიზეზები, რელიგია და ქრისტიანული სახელმწიფო, სხვა. აღსანიშნავია, ჰობსი მოღვაწეობდა იმ დროს, როდესაც ინგლისის სამოქალაქო ომი (1642-1651 წწ.) მიმდინარეობდა. ომში ერთმანეთს აბსოლუტური და შეზღუდული მონარქიის მომხრეები უპირისპირდებოდნენ. ჰობსმა აბსოლუტისტებს დაუჭირა მხარი, რის გამოც მისი შეხედულებები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა (ავტორთა ჯგუფი 2019, 170-171). რაც შეეხება განმანათლებლობის შემდგომ ხანას, მწერალსა და საზოგადო მოღვაწე ფრანც ფანონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შავკანიანთა მოძრაობის ცხოველქმედობასა და, ზოგადად, მესამე სამყაროს გათავისუფლების მიმართულებით თეორიული საფუძვლების შემუშავებაში. ფანონი მონაწილეობდა ალჟირის რევოლუციაში და 1960-1970-იანი წლების ემანსიპატორული რასობრივი პოლიტიკის დღის წესრიგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა. მისი შემოქმედება, რომელსაც დაჰყვება „კოლონიზებული კაცის“ აჩრდილი, ყურადსაღებია ჰეგელისა და მარქსისტული დიალექტიკის განხილვისას (Fanon 2002).

ჟურნალის გამოწერა

"მდევარის" ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

"მდევარს" წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია "რერო"

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა

მდევარი