1951 წლის აგვისტოში საფრანგეთის პატარა ქალაქს, პონ-სენტ-ესპრის, მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს. ასამდე ადამიანმა მიმართა ექიმს გულძმარვის, მუცლის ტკივილისა და ციებ-ცხელების გამო. ეს უცნაური ეპიდემია თავდაპირველად ხორცისგან მოწამვლას მიაწერეს, თუმცა პირველივე ღამეს ერთ-ერთი დაავადებული კრუნჩხვებით გარდაიცვალა. მეორე დღეს ორი მამაკაცი, რომლებიც გამოჯანმრთელებული ეგონათ, ქუჩაში ყვირილით დარბოდა, მტრები მოგვსდევენო. ერთმა პატარა ბიჭმა დედის დახრჩობა სცადა. რამდენიმე დაავადებული კი ამბობდა, რომ სხეულიდან წითელი ყვავილები ამოსდიოდათ და თავები დამდნარი ტყვიით ჰქონდათ სავსე. იდუმალი დაავადება მალევე დაუკავშირეს პურს, რადგან ყველა დაზარალებულს ერთსა და იმავე საცხობში ჰქონდა პური ნაყიდი. ქალაქის მაცხოვრებლები ფიქრობდნენ, რომ ფქვილი დაწყევლილი იყო, თუმცა მარსელში გაგზავნილი ნიმუშების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ავადმყოფები სინამდვილეში ჭვავის რქით იყვნენ მოწამლული. ეს დაავადება, რომელსაც სველ მარცვლეულზე ამოზრდილი სოკო იწვევს, საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა ევროპის კონტინენტზე, სანამ მარცვლეულის მოყვანისა და შენახვის სათანადო წესები არ დადგინდა. 1951 წელს მოწამლული ფქვილი მალევე იპოვეს და დააკავეს ის მეწისქვილე,
“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი
ვახტანგ კოტეტიშვილი (ბიოგრაფიული ნარკვევი)
კოტეტიშვილები კავთისხევიდან არიან, კავთისხევში კი სოფელ გომიჯვრდიან გადმოსახლებულან. ს. მაკალათია იმოწმებს პლ. იოსელიანს და ასაბუთებს, რომ კოტეტიშვილები აზნაურები ყოფილან, მათი გვარი პირველად 1518 წელს ქვათახევის მონასტრის აღაპში ყოფილა მოხსენიებული. კოტეტიანთ ჰქონიათ საკუთარი ეკლესია. ერთ-ერთ კოტეტიშვილს მეფის კარზე მღვდლად უმსახურია და აზნაურის წოდებაც მაშინ მიუღია.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
ქართველი მოღვაწეების გაორება
მე-19 საუკუნის პირველი ათეული წლები, ეს არის რუსული პოლიციური აპარატისა და ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის დაპირისპირება, შეურიგებლობის უკიდურესობითა და რომანტიკული მელანქოლიით დატვირთული. ბევრი ძალა შეიწირა ამ ბრძოლამ. ვინც შერჩა ქართულ ნიადაგს, მათი სასოწარკვეთილი და მოწამებრივი სახეები განუმეორებელ ძეგლებად ისახება, როგორც ქართული ხასიათის, ჯიუტობისა და ამტანობის სანიშნო. დამარცხებამ ჩვენს ეროვნულ საზოგადოებრივ განვითარებას შინაგანი საყრდენი მოუშალა, ეროვნული ძალების ქმედობას ნიადაგი დაურღვია და მის ყველა სასიცოცხლო ნაწილს დამბლა დასცა.
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
სტიქიონის ანთროპოლოგია: ინტერვიუ ქეთევან გურჩიანთან
სამყაროში ადამიანისა და ბუნების თანაარსებობა მუდმივი ურთიერთზემოქმედებით ხასიათდება. სტიქიური უბედურება კი ჩვენი ცხოვრების თანამდევი ხდება. საინტერესოა, რომ სტიქიონი ადამიანებისთვის სხვადასხვა დროსა და სივრცეში განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს: მაგალითად, კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან იგი სამყაროსა თუ ღვთაებათა რისხვის გამოვლინებად მიიჩნეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში სტიქიურმა უბედურებამ კოლექტიური ტრავმა ანდაც ახალი კულტურული თავისებურებანი წარმოშვა.
“მდევარის” ავტორთა სვეტი
სიბრიყვის დემოკრატია: ბრბოს ფილოსოფიური ანატომია
ბრბოს სიბრიყვე, როგორც ერის არსებობის ფუძემდებლური პრინციპი, ახალი ცნება არ არის. ჯერ კიდევ პლატონი იყო დემოკრატიის, როგორც ხალხის (ბრბოს) მმართველობის, კრიტიკოსი. ფილოსოფოსის აზრით, ბრბოს სიბრიყვეს უმთავრესად განაპირობებდა მისი ყველა ერთეულის ჩართვა სახელმწიფოს მართვაში, იმის უგულებელყოფით, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი ცოდნა; სწორედ პირადი აზრიდან ჯგუფურზე გადასვლაა ბრბოს მმართველობის მთავარი პრობლემა და მისი სიბრიყვის საწყისი.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გარეშე მტერთა განუწყვეტელი თარეშისა და შინაომების სარბიელად ქცეული დასავლეთ საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად შავ ზღვასთან მდებარეობდა და ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე დასავლეთს სწორედ ამ საზღვაო გზით უკავშირდებოდა, მთლიანად ახალი ჰეგემონის – ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა.






