
აკადემიური გამომცემლობა
–
–

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.
სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,
აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.
“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.
ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.
მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია
სრული ნომერი
თითოეული სტატია წარმოადგენს “მდევარის” არამატერიალურ, ინტელექტუალურ საკუთრებას.

“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი
ვახტანგ კოტეტიშვილი (ბიოგრაფიული ნარკვევი)
კოტეტიშვილები კავთისხევიდან არიან, კავთისხევში კი სოფელ გომიჯვრდიან გადმოსახლებულან. ს. მაკალათია იმოწმებს პლ. იოსელიანს და ასაბუთებს, რომ კოტეტიშვილები აზნაურები ყოფილან, მათი გვარი პირველად 1518 წელს ქვათახევის მონასტრის აღაპში ყოფილა მოხსენიებული. კოტეტიანთ ჰქონიათ საკუთარი ეკლესია. ერთ-ერთ კოტეტიშვილს მეფის კარზე მღვდლად უმსახურია და აზნაურის წოდებაც მაშინ მიუღია.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
ქართველი მოღვაწეების გაორება
მე-19 საუკუნის პირველი ათეული წლები, ეს არის რუსული პოლიციური აპარატისა და ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის დაპირისპირება, შეურიგებლობის უკიდურესობითა და რომანტიკული მელანქოლიით დატვირთული. ბევრი ძალა შეიწირა ამ ბრძოლამ. ვინც შერჩა ქართულ ნიადაგს, მათი სასოწარკვეთილი და მოწამებრივი სახეები განუმეორებელ ძეგლებად ისახება, როგორც ქართული ხასიათის, ჯიუტობისა და ამტანობის სანიშნო. დამარცხებამ ჩვენს ეროვნულ საზოგადოებრივ განვითარებას შინაგანი საყრდენი მოუშალა, ეროვნული ძალების ქმედობას ნიადაგი დაურღვია და მის ყველა სასიცოცხლო ნაწილს დამბლა დასცა.
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
სტიქიონის ანთროპოლოგია: ინტერვიუ ქეთევან გურჩიანთან
სამყაროში ადამიანისა და ბუნების თანაარსებობა მუდმივი ურთიერთზემოქმედებით ხასიათდება. სტიქიური უბედურება კი ჩვენი ცხოვრების თანამდევი ხდება. საინტერესოა, რომ სტიქიონი ადამიანებისთვის სხვადასხვა დროსა და სივრცეში განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს: მაგალითად, კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან იგი სამყაროსა თუ ღვთაებათა რისხვის გამოვლინებად მიიჩნეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში სტიქიურმა უბედურებამ კოლექტიური ტრავმა ანდაც ახალი კულტურული თავისებურებანი წარმოშვა.
"მდევარის "ავტორთა სვეტი
სიბრიყვის დემოკრატია: ბრბოს ფილოსოფიური ანატომია
ბრბოს სიბრიყვე, როგორც ერის არსებობის ფუძემდებლური პრინციპი, ახალი ცნება არ არის. ჯერ კიდევ პლატონი იყო დემოკრატიის, როგორც ხალხის (ბრბოს) მმართველობის, კრიტიკოსი. ფილოსოფოსის აზრით, ბრბოს სიბრიყვეს უმთავრესად განაპირობებდა მისი ყველა ერთეულის ჩართვა სახელმწიფოს მართვაში, იმის უგულებელყოფით, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი ცოდნა; სწორედ პირადი აზრიდან ჯგუფურზე გადასვლაა ბრბოს მმართველობის მთავარი პრობლემა და მისი სიბრიყვის საწყისი.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გარეშე მტერთა განუწყვეტელი თარეშისა და შინაომების სარბიელად ქცეული დასავლეთ საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად შავ ზღვასთან მდებარეობდა და ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე დასავლეთს სწორედ ამ საზღვაო გზით უკავშირდებოდა, მთლიანად ახალი ჰეგემონის - ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა.