თანამედროვე ნეოჰეგელიანურ მიმართულებაში, რომელიც ბურჟუაზიულ ქვეყნებში მძლავრ ფილოსოფიურ მოძრაობად გადაიქცა, სხვა ბევრ ძირითად განსხვავებათა შორის, შეუძლებელია, არ შევამჩნიოთ ერთი დამახასიათებელი განსხვავება. ეს განსხვავება თავს იჩენს მაშინვე, თუ დაისვა საკითხი ჰეგელის დამოკიდებულების შესახებ მის წინამორბედ ფილოსოფოსებთან, კერძოდ კანტთან. ჰეგელის ფილოსოფია, საერთოდ, გერმანულ იდეალიზმსა და მის წარმომადგენლებს (კანტთან, ფიხტესთან, შელინგთან) რომ უკავშირდება, ამაზე, ცხადია, დღესაც არავინ კამათობს. მაგრამ როგორია ეს კავშირი, აი, ის საკითხი, რომელზედაც დღევანდელი ნეოჰეგელიანიზმი განსხვავებულად და ხშირად წინააღმდეგობრივად გვპასუხობს. ერთნი აღიარებენ ამ კავშირს, მაგრამ მას იმდენად უმნიშვნელოდ მიიჩნევენ, რომ ჰეგელის ფილოსოფია სინამდვილეში მთლად მოწყვეტილი გამოდის წინა ფილოსოფიური სისტემებისაგან. მეორენიც აღიარებენ ამ კავშირს, მაგრამ ისე შორს მიდიან, რომ ჰეგელის ფილოსოფია მათ კანტის ფილოსოფიის „ახალ გამოცემად“ ევლინებათ. ასე, მაგალითად, Th. Haering-ი ამტკიცებს, რომ ჰეგელის აზროვნებას იმთავითვე სრულიად თავისებური, ორიგინალური ამოსავალი და საბოლოო წერტილი ჰქონდა, რომლითაც ის მისი დროის ფილოსოფოსებისაგან არსებითად განსხვავდებოდა, რომ ჰეგელი უნდა გავიგოთ არა სხვადასხვა გავლენებისა და პირობების საფუძველზე (durch andere Einflüsse von Menschen u. Umstände), არამედ თავისი თავიდან (aus sich selbst heraus verstanden werden kann und muss).
“მდევარის” თარგმანთა სვეტი
ენობრივი ფარდობითობა
ადამიანები ურთიერთობენ მრავალ განსხვავებულ ენაზე, რომელთაგან თითოეული სხვებისგან უთვალავი თვალსაზრისით გამოირჩევა (უპირველესად, გამოთქმითა და ლექსიკით; შემდეგ, – გრამატიკით). მაგალითად, ინგლისურად რომ ვთქვათ „სპილომ შეჭამა მიწის თხილი“, უნდა გამოვიყენოთ გრამატიკული დრო – ფაქტი, რომ მოვლენა მოხდა წარსულში. მანდარინსა და ინდონეზიურში იმის მითითება, თუ როდის მოხდა შემთხვევა, იქნებოდა ნებაყოფლობითი, და არა ზმნაში მოცემული. რუსულში ზმნა უნდა მოიცავდეს დროსა და, ასევე, იმას, მიწის თხილის მჭამელი მამრობითი სქესის იყო თუ მდედრობითისა (თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ზმნა წარსულშია); ამასთან, უნდა ამბობდეს, მთლიანად შეჭამა მიწის თხილი თუ მხოლოდ ნაწილი. თურქულში, მეორე მხრივ, შესაძლოა დაკონკრეტდეს (ზმნის დაბოლოებით) მიწის თხილის ჭამას მთქმელი თავად შეესწრო თუ სხვისგან გაიგონა.
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
იაპონელი ტყვეები საქართველოში: ინტერვიუ ჰიროტაკე მაედასთან
ქვაზე აღბეჭდილ ამ სიტყვებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ჩაუვლის გვერდს. ზოგი გაჩერდება ხოლმე, თუმცა თითქმის არავინ არ იცის იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მათ უკან დგას. ამ წარწერას შუაგულ თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ მემორიალზე წაიკითხავთ, რომელიც 2010 წელს აღიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული იაპონელი ტყვეების პატივსაცემად. ჩვენმა კვლევითმა ჯგუფმა უკანასკნელი თვე სწორედ მათი ისტორიის ძიებაში გაატარა. მოცემული სტატიით გვსურს, მკითხველს შევუქმნათ წარმოდგენა არა მხოლოდ ამ ადამიანების საქართველოში განვლილ დღეებზე, არამედ ორი ქვეყნის იმ დიდ ისტორიასა და საზოგადოებრივ კავშირებზე, რომლებმაც ამ ადამიანების ცხოვრების გზა განაპირობა.
ტრანსკრიფტების სვეტი
De Re Publica, ეპიზოდი 11: თვითორგანიზების კულტურა
სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი ტრანსკრიპტის ავტორი: ნუცა სეხნიაშვილი კორექტორი: მარიამ გორდაძე ანი: მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეთერთმეტე ეპიზოდს. ჩვენი სტუმარია ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ წიგნზე „ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის დაწერა და როგორ მუშაობდით მასზე? რამდენად […]






