რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


სტატიათა არქივი


ჟურნალის გამოწერა

“მდევარის” ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

  • ქართველი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში – გრიგოლ ფერაძე (1899-1942)

    ქართველი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში – გრიგოლ ფერაძე (1899-1942)

    ერთხელ განსვენებულმა დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი. შევუსწარი იმ დროს, როცა მოხარშულ კარტოფილს კანს აცლიდა და მას სულ ცოტა კარაქს აცხებდა — ეს იყო მისი საუზმეც, სადილიც და ვახშამიც. – მამაო! როგორ შეიძლება ამით თავი გაიტანო? – მაინცდამაინც ჭამას არ მივდევ. თუ იქნება, ვჭამ, თუ არა და ამითაც გავიტან თავს. გრიგოლ ფერაძემ მომითხრო თავისი თავგადასავალი….…

    დაწვრილებით


  • ხატებისა და წმინდანების მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში: ინტერვიუ ნიკოლოზ ალექსიძესთან

    ხატებისა და წმინდანების მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში: ინტერვიუ ნიკოლოზ ალექსიძესთან

    წმინდანები და ხატები საქართველოს კულტურის ჩვიდმეტსაუკუნოვანი ნაწილია. იქიდან გამომდინარე, რომ მართლმადიდებლობა ქართული პოლიტიკური ისტორიის მნიშვნელოვანი მდგენელია, ბუნებრივია, სარწმუნოებასთან ერთად, წმინდანებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. მაგალითად, უძველეს მატიანეებში წმინდა ნინო შეგვიძლია ერთდროულად აღვიქვათ, როგორც სასულიერო და პოლიტიკური პირი (Aleksidze 2021). შუა საუკუნეებიდან საქართველოში ჩნდება და ვითარდება ეროვნული წმინდანების იდეაც. წმინდანების კულტით განსაკუთრებით მე-19 და მე-20…

    დაწვრილებით


  • პროტესტანტიზმის წარმოშობის შესახებ

    პროტესტანტიზმის წარმოშობის შესახებ

    XVI საუკუნის დასავლეთ ევროპაში გერმანელი ბერის, მარტინ ლუთერის, მოძღვრებასა და პროტესტანტიზმის წარმოშობას დიდი ძვრები მოჰყვა, რელიგიური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით. საუკუნეების განმავლობაში გაბატონებული პაპის ავტორიტეტი საფუძვლიანად შეირყა. გავრცელდა არაერთი იდეა, რომლებმაც შემდგომი ისტორიული მოვლენები განაპირობა ან ხელი შეუწყო მათ – მაგალითად, რელიგიური ომები და ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბება. მოცემულ სტატიაში, უპირველეს ყოვლისა, ვიმსჯელებ პროტესტანტიზმის აღმოცენებისა და მასობრივად…

    დაწვრილებით


  • ირაციონალურის ცნების საკითხებისთვის

    ირაციონალურის ცნების საკითხებისთვის

    ჩვენ შეიძლება სათაურიდანვე შემოგვედავონ, რომ უფლება არა გვაქვს მოვითხოვოთ იმის ცნების დადგენა და განსაზღვრება, რაც არ ემორჩილება რაციონალურ აზროვნებას და გადის მის ფარგლებს გარეთ, რომ აზროვნება ვერ ახსნის და ვერ დაადგენს იმის ლოგიკურ ნიშნებს, რაც ალოგიკურია, უცხოა მისთვის; ამდენად, ირაციონალურის ცნება ლოგიკური შეუსაბამობაა. თუ საკითხს ასე შევხედავთ, მაშინ ირაციონალიზმმა, როგორც ფილოსოფიურმა თეორიამ, არსებობაზე უარი უნდა…

    დაწვრილებით


  • ვახტანგ კოტეტიშვილი (ბიოგრაფიული ნარკვევი)

    ვახტანგ კოტეტიშვილი (ბიოგრაფიული ნარკვევი)

    კოტეტიშვილები კავთისხევიდან არიან, კავთისხევში კი სოფელ გომიჯვრდიან გადმოსახლებულან. ს. მაკალათია იმოწმებს პლ. იოსელიანს და ასაბუთებს, რომ კოტეტიშვილები აზნაურები ყოფილან, მათი გვარი პირველად 1518 წელს ქვათახევის მონასტრის აღაპში ყოფილა მოხსენიებული. კოტეტიანთ ჰქონიათ საკუთარი ეკლესია. ერთ-ერთ კოტეტიშვილს მეფის კარზე მღვდლად უმსახურია და აზნაურის წოდებაც მაშინ მიუღია.

    დაწვრილებით


  • კვების რაციონის ზეგავლენა კოლექტიურ კოგნიტურ უარყოფაზე

    კვების რაციონის ზეგავლენა კოლექტიურ კოგნიტურ უარყოფაზე

    1951 წლის აგვისტოში საფრანგეთის პატარა ქალაქს, პონ-სენტ-ესპრის, მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს. ასამდე ადამიანმა მიმართა ექიმს გულძმარვის, მუცლის ტკივილისა და ციებ-ცხელების გამო. ეს უცნაური ეპიდემია თავდაპირველად ხორცისგან მოწამვლას მიაწერეს, თუმცა პირველივე ღამეს ერთ-ერთი დაავადებული კრუნჩხვებით გარდაიცვალა. მეორე დღეს ორი მამაკაცი, რომლებიც გამოჯანმრთელებული ეგონათ, ქუჩაში ყვირილით დარბოდა, მტრები მოგვსდევენო. ერთმა პატარა ბიჭმა დედის დახრჩობა სცადა. რამდენიმე დაავადებული…

    დაწვრილებით


  • სიბრიყვის დემოკრატია: ბრბოს ფილოსოფიური ანატომია

    სიბრიყვის დემოკრატია: ბრბოს ფილოსოფიური ანატომია

    ბრბოს სიბრიყვე, როგორც ერის არსებობის ფუძემდებლური პრინციპი, ახალი ცნება არ არის. ჯერ კიდევ პლატონი იყო დემოკრატიის, როგორც ხალხის (ბრბოს) მმართველობის, კრიტიკოსი. ფილოსოფოსის აზრით, ბრბოს სიბრიყვეს უმთავრესად განაპირობებდა მისი ყველა ერთეულის ჩართვა სახელმწიფოს მართვაში, იმის უგულებელყოფით, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი ცოდნა; სწორედ პირადი აზრიდან ჯგუფურზე გადასვლაა ბრბოს მმართველობის მთავარი პრობლემა და მისი სიბრიყვის საწყისი.

    დაწვრილებით


  • სტიქიონის ანთროპოლოგია: ინტერვიუ ქეთევან გურჩიანთან

    სტიქიონის ანთროპოლოგია: ინტერვიუ ქეთევან გურჩიანთან

    სამყაროში ადამიანისა და ბუნების თანაარსებობა მუდმივი ურთიერთზემოქმედებით ხასიათდება. სტიქიური უბედურება კი ჩვენი ცხოვრების თანამდევი ხდება. საინტერესოა, რომ სტიქიონი ადამიანებისთვის სხვადასხვა დროსა და სივრცეში განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს: მაგალითად, კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან იგი სამყაროსა თუ ღვთაებათა რისხვის გამოვლინებად მიიჩნეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში სტიქიურმა უბედურებამ კოლექტიური ტრავმა ანდაც ახალი კულტურული თავისებურებანი წარმოშვა.

    დაწვრილებით


  • ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში

    ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში

    რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გარეშე მტერთა განუწყვეტელი თარეშისა და შინაომების სარბიელად ქცეული დასავლეთ საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად შავ ზღვასთან მდებარეობდა და ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე დასავლეთს სწორედ ამ საზღვაო გზით უკავშირდებოდა, მთლიანად ახალი ჰეგემონის – ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა.

    დაწვრილებით


  • ქართველი მოღვაწეების გაორება

    ქართველი მოღვაწეების გაორება

    მე-19 საუკუნის პირველი ათეული წლები, ეს არის რუსული პოლიციური აპარატისა და ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის დაპირისპირება, შეურიგებლობის უკიდურესობითა და რომანტიკული მელანქოლიით დატვირთული. ბევრი ძალა შეიწირა ამ ბრძოლამ. ვინც შერჩა ქართულ ნიადაგს, მათი სასოწარკვეთილი და მოწამებრივი სახეები განუმეორებელ ძეგლებად ისახება, როგორც ქართული ხასიათის, ჯიუტობისა და ამტანობის სანიშნო. დამარცხებამ ჩვენს ეროვნულ საზოგადოებრივ განვითარებას შინაგანი საყრდენი მოუშალა, ეროვნული…

    დაწვრილებით


  • როგორ დაცარიელდა ცა, ანუ ათეისტური აზრის მოკლე (დასავლური) ისტორია

    როგორ დაცარიელდა ცა, ანუ ათეისტური აზრის მოკლე (დასავლური) ისტორია

    რელიგია, როგორც ადამიანების ცხოვრების პირადი წესი, ერთმნიშვნელოვნად ახალი იდეაა დასავლურ სამყაროში. საუკუნეების განმავლობაში სწორედ რელიგიური სტრუქტურების გარშემო ყალიბდებოდა საზოგადოებები – რელიგია და ცხოვრება ერთმანეთისგან განუყოფელი, განურჩეველი იყო. ამ სინამდვილეში ათეიზმი, როგორც მკაფიოდ ჩამოყალიბებული დოქტრინა, მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვეობაში შეიქმნა. მიუხედავად ამისა, მისი საწყისები მსოფლიოს ადრეულ ეპოქებში მაინც შეიძლება ვეძიოთ. თუმცა პასუხი მრავალ კითხვას უნდა გაეცეს:…

    დაწვრილებით


  • დევნილები სამშვიდობოზე: ინტერვიუ მალხაზ თორიასთან

    დევნილები სამშვიდობოზე: ინტერვიუ მალხაზ თორიასთან

    აფხაზეთის ომი 1 წელი, 1 თვე და 16 დღე გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად ქართულმა მხარემ დაახლოებით 15 000 ადამიანი დაკარგა. განსაკუთრებული სისასტიკით, სქესისა და ასაკის განურჩევლად, ეთნიკური ნიშნით მოკლეს დაახლოებით 5 800 უდანაშაულო ქართველი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 პირი. საკუთარ მიწაზე დევნილად იქცა 250 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ომამდე, 1990-იან წლებში, ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის…

    დაწვრილებით


მდევარი