-
სტატისტიკის ფილოსოფია

სტატისტიკა ერთ-ერთი იმ დისციპლინათაგანია, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად უნდობლად უყურებენ. მსგავსი შეფასება, ერთი მხრივ, ასახავს სტატისტიკური მონაცემების არასწორ გამოყენებასა და ახსნას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად დისციპლინის ღრმა გაუაზრებლობას. ამ სტატიის მთავარი თეზისია, რომ სტატისტიკა უსამართლოდაა შერაცხული მცდარ მეცნიერებად, მაშინ, როდესაც სტატისტიკური აზროვნების ლოგიკა უმნიშვნელოვანესია როგორც მეცნიერული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით. შესაბამისად, მთავარი კითხვა, რომელსაც ტექსტი პასუხობს, არის:…
-
სიღარიბის ფსიქო-სოციალური საფუძვლები: ინტერვიუ ანასტასია ქიტიაშვილთან

საზოგადოებრივ მეცნიერებებსა და პოლიტიკურ მსჯელობაში სიღარიბე, უპირატესად, მატერიალური რესურსების ნაკლებობად და ზოგად სტატისტიკურ მაჩვენებლად განიხილება. თუმცა, აკადემიურ ლიტერატურაში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა პრობლემის ფარულ, ფსიქო-სოციალურ განზომილებას. დღეს სადავო აღარ არის, რომ მატერიალური სიდუხჭირე აზიანებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ხოლო გაუარესებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თავის მხრივ, აფერხებს ეკონომიკურ აღმასვლას. მართალია, თანამედროვე კვლევებში მსჯელობის საგანია, ქმნის თუ არა…
-
იაპონური პაციფიზმის ცვლილება მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე

იაპონია, დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომის დროს აზიაში მისი ყველაზე დიდი მეტოქე და, ზოგადად, კონტინენტზე მთავარი ანგარიშგასაწევი იმპერიული ძალა იყო. მეიჯის რესტავრაციის შედეგად დამკვიდრებულმა და დასავლური იმპერიალიზმით შთაგონებულმა სამხედრო ექსპანსიამ მე-20 საუკუნის დასაწყისში იაპონია რეგიონულ ჰეგემონად აქცია, რომლის სამხედრო და პოლიტიკური გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დიდ ნაწილზე ვრცელდებოდა. თუმცა ატომური დაბომბვის…
-
ივანე ზურაბიშვილი

მამამისი (ისიც ივანე), ახლად გადმოყვანილი საბაჟოს უფროსის თანამდებობაზე, იყო კახელი, სოფელ კალაურის მღვდლის შვილი, დედა კი – ანასტასია, იესე ბოდოკიას ასული, იმერეთიდან. ვანო იყო მეექვსე შვილი ამ ოჯახისა, მაგრამ ცოტა ხანს დასცალდა მას მშობლიური ნაზი სიყვარულით დატკბობა; ვანო იყო ჯერ კიდევ სამი წლისა, როდესაც გარდაიცვალა მამა მისი, კაცი მეტად სათნო ხასიათისა, ცოლ-შვილის მოსიყვარულე და მოამაგე,…
-
ჟან-ჟაკ რუსოს საზრისები მარქსიზმის გულში

ფილოსოფიის ისტორიაში ხშირად ჩნდება ვითარება, როდესაც ორი მოაზროვნე, სხვადასხვა საზოგადოებრივ-ისტორიულ გარემოში, ერთსა და იმავე ძირეულ საკითხზე სააზროვნო სისტემებს ქმნის. ჟან-ჟაკ რუსო (1712–1778) და კარლ მარქსი (1818–1883) შეიძლება განვიხილოთ ასეთ ფილოსოფოსებად. პირველი მე-18 საუკუნის განმანათლებლობის ეპოქაში მოღვაწეობდა, მეორე კი მე-19 საუკუნის ინდუსტრიულ-კაპიტალისტური კრიზისისას. საბოლოოდ ორივე ერთ მნიშვნელოვან საკითხს შეისწავლიდა – უთანასწორობას.
-
ორგანოიდული ინტელექტი: ნერვული ქსოვილის, როგორც ბიოლოგიური გამოთვლითი სისტემის, გამოყენება ტექნოლოგიაში

ნეირომეცნიერებისთვის აქამდე ტვინი კვლევის საგანს წარმოადგენდა, ხოლო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნეიროინჟინერიამ ის გამოთვლით სისტემად აქცია. ხელოვნური ინტელექტის მრავალ სისტემაში გამოიყენება ხელოვნური ნერვული ქსელები (ANN), რომელთა არქიტექტურაც ბიოლოგიური ნერვული ქსელებითაა (BNN) შთაგონებული. შთაგონების წყაროდ ტვინი იქცა, ვინაიდან დედამიწაზე არ არსებობს სისტემა, რომელსაც უკეთ შეუძლია ,,დასწავლა“. შესაბამისად, მეცნიერები დაფიქრდნენ, შეიძლებოდა თუ არა ხელოვნური ნერვული ქსელის ბიოლოგიური, ცოცხალი…
-
როგორ შიათ საქართველოში: სტატისტიკის სოციოლოგიური კვლევა

მრუდი, რომელიც სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს ასახავს, მდგრადი შემცირებით ხასიათდება, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ წლებში ამოვარდნებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9.4% იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.[1] ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა ერთ…
-
ჟორჟ ბატაი და ცნობიერების მსხვერპლშეწირვა

თომას ჰობსი 1668 წლის ,,ლევიათანის“ გამოცემაში წერს, რომ ,,ცოდნა ძალაა“, – დიდი ალბათობით, ფრენსის ბეკონის შთაგონებით, რომლის ხელქვეითიც იყო იგი ახალგაზრდობაში და რომელმაც 1597 წლის ,,წმინდა მედიტაციებში“ განაცხადა, რომ ,,ცოდნა თავისთავად არის ძალა“. განმანათლებლობის ეპოქის მთავარ მსაზღვრელადაც სწორედ ეს იდეა იქცა – ადამიანმა უნდა დათმოს უმეცრება, შიში და ცრურწმენა, რათა კაცობრიობა საბოლოოდ გათავისუფლდეს. განმანათლებლობის ეპოქამ…
-
სიცოცხლე განმარტებათა საზღვრებზე

კაცობრიობა საუკუნეებია ცდილობს სიცოცხლის ზუსტ განმარტებაზე შეჯერდეს. მეცნიერების სწრაფი წინსვლის დამსახურებით დღეს ბევრად უკეთ გვესმის ცოცხალი ორგანიზმების მიღმა არსებული მექანიზმები, თუმცა სიცოცხლის განმსაზღვრელი საერთო ხედვა მაინც ვერ ჩამოყალიბდა. სტატიაში „სიცოცხლის შვიდი სვეტი“ (“Seven Pillars of Life”) ბიოქიმიკოსი დეივიდ კოშლენდი გვიყვება, რამდენად რთული აღმოჩნდა ერთ-ერთ კონფერენციაზე სიღრმისეული მსჯელობის შემდეგ ეპასუხათ კითხვისათვის – „რა არის სიცოცხლე“: „……
-
კვანტური ონტოლოგია, ანუ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში დასავლურ ფილოსოფიურ ტრადიციაში უთქმელი, საზიარო შეთანხმება არსებობდა მატერიის ბუნების შესახებ. განმანათლებლობის საწყისებიდან და, კერძოდ, რენე დეკარტის „განაზრებანის“ კვალდაკვალ, ფიზიკური სამყაროს ონტოლოგიური სტატუსი მეტწილად განსაზღვრული იყო, როგორც Res Extensa – განფენილი სუბსტანცია. ამ მექანისტურ ხედვაში მატერია გააზრებულია, როგორც პასიური, გეომეტრიული და სრულად აქტუალური (actual); ეს არის „ნივთიერება“, რომელიც იკავებს სივრცეს, ფლობს განსაზღვრულ…
-
ჯეგდიშ ჩანდრა ბოსე (1858-1937)

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ინდოეთში სათავეში უდგას შესანიშნავი მეცნიერი ბოსე, რომლის სახელი მსოფლიო მეცნიერებაში მოასწავებს ახალ ეპოქას. ბოსეს მნიშვნელობა განისაზღვრება მისი ცდებით ელექტრომაგნიტურ ტალღებზე, რითაც ხელი შეუწყო სინათლის ელექტრომაგნიტური თეორიის განმტკიცებას; კლასიკური შრომებით მცენარეთა ფიზიოლოგიაში და ინდოეთში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნით, სადაც მუშავდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მნიშვნელოვანი პრობლემები.“[1] ასე იწყებს ბოსეს შეფასებას გამოჩენილი რუსი ბუნებისმეტყველი პროფ. კ. ტიმირიაზევი.
-
ოტო გერიკე (1602-1686)

ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ინჟინერი, მშობლიური ქალაქის სამხედრო მმართველი, აგრონომი, იურისტი, დიპლომატი, ოქრომჭედელი, აი ის დარგები, რომლებშიც თავისი კვალი დატოვა გერმანელმა ო ტ ო გ ე რ ი კ ე მ. ყველა ამ დარგიდან ზუსტი მეცნიერების ისტორიას უმთავრესად ის აღმოჩენები შემორჩა, რომლებიც მან ფიზიკაში გააკეთა. ამიტომაც იგი უფრო ცნობილია როგორც ფიზიკოსი. როგორც ვხედავთ, ოტო გერიკეს მეცნიერული მემკვიდრეობის…