შენი ღონის მდევარი ვარ
აკადემიური გამომცემლობა
–
–
“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.
სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,
აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.
“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.
ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.
მოცემულ გვერდზე
წარმოდგენილია
სრული ნომერი
თითოეული სტატია წარმოადგენს
“მდევარის” არამატერიალულ,
ინტელექტუალურ საკუთრებას.
"მდევარის "ავტორთა სვეტი
მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი
მიხეილ ჯავახიშვილის თავდაპირველი უთანხმოება სახელმწიფო ინსტიტუტებთან მისი სამწერლო საქმიანობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყებას უკავშირდება; ათვლის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს 1906 წელი, როდესაც იგი გახდა გაზეთ „გლეხის“[1] ოფიციალური (ფორმალური) რედაქტორ-გამომცემელი (ფაქტობრივი რედაქტორი სამსონ ფირცხალავა იყო). გაზეთი, რომლის ნომრებიც ყოველკვირეულად გამოდიოდა, სოციალისტ-ფედერალისტთა საპროპაგანდო-საგამომცემლო ორგანო იყო. იგი ძირითადად გლეხთა მისწრაფებებს გამოხატავდა და ძლიერ ახალისებდა მათ მიერ ბრძოლის დაწყებას მიწისა და საზოგადოებრივი თავისუფლების მოსაპოვებლად.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
ფილოსოფია და ადრინდელი ქრისტიანობა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომში იმპერატორის ხელისუფლების დამკვიდრება მაჩვენებელი იყო მონათმფლობელური სისტემის სისუსტისა და არა მისი ძლიერებისა. ჯერ კიდევ რესპუბლიკურ რომს უდიდესი მიღწევები მიეწერება საგარეო პოლიტიკაში. რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო და უზარმაზარ იმპერიად იქცა. მისი პოლიტიკური ცხოვრება გამოიცვალა, მაგრამ ეკონომიკა უცვლელი დარჩა; ამან გამოიწვია რესპუბლიკის კრიზისი და არევ-დარევა გაბატონებული კლასის ბანაკში. ყველას ეგონა, რომ იმპერატორის მტკიცე დიქტატურა იხსნიდა მდგომარეობას. შემოიღეს იმპერატორის კულტიც და იგი ღმერთების რიგში ჩააყენეს. მართალია, სიტყვას ხანდახან ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ დროებით. იმპერიაში კიდევ უფრო გამძაფრდა და არ შენელებულა არეულობა, კლასთა ბრძოლა და საპასუხო შერკინებების ცდა დაპყრობილი ქვეყნების მხრივ. ერთი სიტყვით, გარეგნულად ძლევამოსილი და ბრწყინვალე იმპერატორების რომი შინაგანად მობერებულია.
“მდევარის” თარგმანთა სვეტი
კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა
ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ - ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4, არამედ ნამდვილად იცით. ან, სულ მცირე, ესაა, რასაც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს: მათემატიკა არის ერთგვარი ოქროს სტანდარტი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელია ცოდნის სხვა შესაძლო მაგალითების გაზომვა.