ფიზიკა

რენტგენი მეცნიერი

ვილჰელმ კონრად რენტგენი (W. K. RÖNTGEN)

ავტორი: ვ. პარკაძე, მ. პარკაძე რედაქტორი: პროფ. მ. მირიანაშვილი მსოფლიოს ფიზიკოსები II, თბილისი, 1973 კორექტორი: თაკო ინასარიძე სტატია გააციფრულა ნატა გოგიტიძემ გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან 1845-1923 ფიზიკის ისტორიამ შემოინახა იმ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც ადამიანის საკეთილდღეოდ თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ან თავიანთი გამოგონებით გააუმჯობესეს ადამიანის ცხოვრება. ერთ-ერთი ამათგანია ცნობილი ფიზიკოსი ვილჰელმ რენტგენი. ძნელია წარმოდგენა მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა […]
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანი (A. A. ФРИДМАН)

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანი (A. A. ФРИДМАН)

ფიზიკის ისტორიაში არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი შედარებით მცირე ხანს ცოცხლობს, მაგრამ თავისი შემოქმედების მოკლე პერიოდში ქმნის ისეთ მნიშვნელოვან შრომებს, რომლებიც მას უკვდავების სახელით მოსავს. ასეთები იყვნენ: ევანჯელისტა ტორიჩელი (1608-1647), ბლეზ პასკალი (1623-1662), გეორგ რიხმანი (1711-1753), იოზეფ ფრაუნჰოფერი (1787-1826), ჟან ფრენელი (1788-1827), სადი კარნო (1796-1832), სოფია კოვალევსკაია (1850-1891), პიერ კიური (1856-1906), ჰენრიხ ჰერცი (1857-1894), მარიან სმოლუხოვსკი (1872-1917) და სხვ. ასეთი ბედის ფიზიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება საბჭოთა ფიზიკოსი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანიც.
kepleri

იოჰან კეპლერის ბიოგრაფია

ფიზიკისა და ასტრონომიის ისტორიაში მრავალი გენიალური მეცნიერი შევიდა. ყოველმა მათგანმა უაღრესად დიდი როლი შეასრულა ამ დარგების განვითარებაში. მაგრამ მომდევნო საუკუნეების ახალმა აღმოჩენებმა და თეორიებმა წინა საუკუნეების სწავლულთა მეცნიერული მიღწევები შეცვალა, შეავსო ან სრულიად უკუაგდო. ზოგიერთი დიადი აღმოჩენით კი მათი ავტორების სახელები სამუდამოდ დარჩა მეცნიერების ისტორიაში. ასეთებია: არქიმედე, ტორიჩელი, პასკალი, ბრუნო, გალილეი, ნიუტონი, კოპერნიკი, ჰერშელი, ფარადეი, ამპერი, ბეკერელი, რენტგენი, პოპოვი, პლანკი, აინშტაინი, ბორი და სხვ. ასეთ მეცნიერთა შორის უდავოდაა გერმანელი ასტრონომი და ფიზიკოსი  ი ო ჰ ა ნ   კ ე პ ლ ე რ ი ც.
კანტისა და აინშტაინის სივრცისა და დროის თეორიების ურთიერთობის საკითხისათვის

კანტისა და აინშტაინის სივრცისა და დროის თეორიების ურთიერთობის საკითხისათვის

კანტის ფილოსოფიასთან რელატიურობის თეორიის დამოკიდებულების შესახებ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. თვითონ კანტიანელები და ნეოკანტიანელებიც კი ამ საკითხზე ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს გამოთქვამენ. მკვლევართა ერთი ჯგუფი თვლის, რომ აინშტაინის რელატიურობის თეორია მკვეთრად ეწინააღმდეგება კანტის აპრიორიზმსა და უარყოფს მას; გადასვლა კანტიდან აინშტაინზე ან პირიქით შეუძლებელია.

მდევარი