კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა
ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ – ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4, არამედ ნამდვილად იცით. ან, სულ მცირე, ესაა, რასაც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს: მათემატიკა არის ერთგვარი ოქროს სტანდარტი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელია ცოდნის სხვა შესაძლო მაგალითების გაზომვა.
კლასიკური ფილოსოფია: III, ჩვენს ხატად შექმნილი – ქსენოფანე
ჰომეროსის „ილიადაში“ არის ერთი საკმაოდ მხურვალე მონაკვეთი, როდესაც ჰერა თავისი ქმრის, ზევსის, ცდუნებას გადაწყვეტს. მიზეზი, თუ რატომ უნდა ქალღმერთს ამის გაკეთება, ისაა, რომ იგი ტროელების წინააღმდეგ, რომელთა მხარესაცაა ზევსი, ბერძენ დამპყრობლებს უმაგრებს ზურგს. ამიტომაც, ბერძნების დასახმარებლად, სჭირდება, რომ ცოტა ხნით ზევსმა ყურადღება მოადუნოს; მამაკაცის ყურადღების მიქცევის უეჭველი გზა კი მისი ცდუნებაა.
ენობრივი ფარდობითობა
ენები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ როგორ აღწერენ სამყაროს. აღწერის განსხვავებული გზები განსხვავებულ ენებზე მოსაუბრეებს სამყაროს განსხვავებულად შეამეცნებინებს?
კლასიკური ფილოსოფია: II, უსასრულობა და მის მიღმა – ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე
თალესი ერთადერთი მილეთელი წინასოკრატელი მოაზროვნე არ ყოფილა. მას მოჰყვა ორი ფილოსოფოსი, მშვენიერი, თუმცა დამაბნევლად მსგავსი სახელებით: ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე. მათზე ოდნავ უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე თალესზე, მაგრამ დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ: მათ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები საკმაოდ მწირია. უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ საოცარია, რომ უძველეს ბერძენ ფილოსოფოსებზე ცნობებმა საერთოდ მოაღწია ჩვენამდე. იქნებ ღირდეს ამაზე ოდნავ მეტხანს შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ადამიანები ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ცხოვრობდნენ. წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, თუ რაოდენ დიდი დრო გავიდა ფილოსოფიის დაბადებიდან, მაგალითად ავიღოთ ვინმე, ვინც ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა: კარლოს დიდი, დამპყრობელი, რომელმაც საღვთო რომის იმპერია დააარსა. იგი ახ.წ. მე-8 საუკუნის შუა პერიოდში, ე.ი. ადრეულ შუა საუკუნეებში დაიბადა, თუმცა დროში ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თალესის დაბადების თარიღთან. ანტიკური ფილოსოფოსებისთვისაც კი, მაგალითად, არისტოტელესთვის, იმდენად შორეულ წარსულში იყვნენ თალესი და მისი პირდაპირი მემკვიდრეები, რომ რთული იყო, მათზე რაიმე სცოდნოდათ. ამიტომაც, მართლაც სასწაულად უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ჩვენ, არისტოტე
კლასიკური ფილოსოფია: I, ყველაფერი ღმერთებითაა სავსე – თალესი
ფილოსოფიის ამბავი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში იწყება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა – საბერძნეთში. პირველი ანტიკური ფილოსოფიური ტექსტები ბერძნულ ენაზე თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონიაში იწერებოდა. აქ მოსახვედრად საბერძნეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ეგეოსის ზღვის შემოვლით ან გავლით უნდა წასულიყავით. სწორედ ასე მოიქცა ბერძნულად მოსაუბრე ხალხი ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე. ძველი ბერძენი ისტორიკოსები გვიამბობენ, რომ დაახლოებით ძვ.წ. 1100 წელს დორიელების მიერ კონტინენტური საბერძნეთის დაპყრობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იონიისკენ დაიძრა. სახელი „იონია“ კოლონისტების ლეგენდარული მეთაურისგან, იონისგან, მომდინარეობს.
ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია: ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში
„ინდოეთში საპასუხო ტალღა (ბუდჰისტურ მოძრაობაზე – მ.ხ) ბრინჯის კულტურით მდიდარ რეგიონებში დაიწყო, რომლებიც განსხვავდება დასავლეთით მდებარე მიწებისგან, სადაც მეცხოველეობასა და ხორბლის მოყვანას მისდევენ. უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში ბუდჰიზმი ძირითადად გავრცელდა ბრინჯის მწარმოებელ ქვეყნებში და ნაკლებად – სხვა ადგილებში. გარდა ამისა, და ეს უფრო რთულია ასახსნელად, ის გავრცელდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც წარსულში გველის ან დრაკონის კულტი ჰქონდა, და არასოდეს გავრცელებულა იმ ქვეყნებში, რომლებშიც დრაკონის მოკვლა საგმირო საქმედ მიიჩნევა ან გველებს კაცობრიობის უბედურებები ბრალდება“