ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანი (A. A. ФРИДМАН)
ფიზიკის ისტორიაში არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი შედარებით მცირე ხანს ცოცხლობს, მაგრამ თავისი შემოქმედების მოკლე პერიოდში ქმნის ისეთ მნიშვნელოვან შრომებს, რომლებიც მას უკვდავების სახელით მოსავს. ასეთები იყვნენ: ევანჯელისტა ტორიჩელი (1608-1647), ბლეზ პასკალი (1623-1662), გეორგ რიხმანი (1711-1753), იოზეფ ფრაუნჰოფერი (1787-1826), ჟან ფრენელი (1788-1827), სადი კარნო (1796-1832), სოფია კოვალევსკაია (1850-1891), პიერ კიური (1856-1906), ჰენრიხ ჰერცი…
ბლოკჩეინის სისტემის მოკლე მიმოხილვა
ბლოკჩეინის ისტორია 1991 წელს დაიწყო – მაშინ, როდესაც სტუარტ ჰაბერსა და სკოტ სტორნეტს აზრად მოუვიდათ, შეექმნათ ტექნოლოგია, რომელიც მნიშვნელოვან დოკუმენტებს ისე შეინახავდა, რომ შეუძლებელი გახდებოდა მათი რაიმე სახით გაყალბება (მაგ. არასწორი დათარიღება). ამ იდეის განსახორციელებლად ჰაბერმა და სტორნეტმა კრიპტოგრაფიის მეშვეობით შექმნეს კომპიუტერული სისტემა, რომელში „შეტვირთული“ დოკუმენტებიც ვირტუალურ ბლოკებში ინახებოდა. ყოველი ახალი ინფორმაცია სისტემას ახალი ბლოკის…
აზიელ პერსონაჟთა სტერეოტიპული ხატი თანამედროვე კინემატოგრაფიაში: ორიენტალისტური ანალიზი
თანამედროვე კინემატოგრაფიაში გარკვეული ცრუ საზრისების ჩამოყალიბება და მათი საშუალებით ცალკეული რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფების სტერეოტიპული ხატის შექმნა საკმაოდ გავრცელებულია. სიუჟეტურ ხაზებში ცალსახად გამოყოფილი იდენტობის მსაზღვრელებისა და გამორჩეული ქცევის ნაკრებების მინიჭება პერსონაჟებისთვის, თავის მხრივ, აყალიბებს ცოდნას მათი მსგავსი ადამიანების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული მიდგომა მიზანმიმართულად განმეორებადი და აღქმადია. ამჯერად ვიმსჯელებ აზიელი პერსონაჟებისათვის მიკერებული მახასიათებლების თავისებურებებზე…
საინფორმაციო ომი: ინტერვიუ რევაზ თოფურიასთან
საინფორმაციო ომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა. მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია თანამედროვე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება. განვსაზღვროთ, რა არის საინფორმაციო ომი; რა საშუალებებს იყენებენ ხოლმე მის სამართავად? რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო? რატომ ჩაანაცვლა მან გარკვეულწილად ტრადიციული ომის ხერხები? სწორად აღნიშნეთ – ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ შეგვიძლია ჩავშალოთ, თუმცა მისი…
საინფორმაციო ომი: ინტერვიუ ეთო ბუზიაშვილთან
საინფორმაციო სივრცეს ხშირად არადემოკრატიული და ავტორიტარული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ ხოლმე. განზრახვა შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოწინააღმდეგის მორალურად გატეხა, საზოგადოების მედეგობის შესუსტება, რიგ საკითხებში შეცდენა და ა.შ.. გარკვეულ ჯგუფზე გავლენის მოსახდენად საინფორმაციო ოპერაციებს იყენებენ. დეზინფორმაცია ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, დეზინფორმაციის გავრცელების მრავალი ხერხი არსებობს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილების, ვებგვერდებისა და…
თუშეთი: საკულტო ადგილ-სამლოცველოები და მათთან დაკავშირებული რიტუალები
თემურ თუშეთში თითოეულ საგვარეულოს თავისი სამლოცველო ხატი ჰქონდა, სადაც სადგურებდა გვარის მფარველი ღვთაება. ამ ხატთან წლის განსაზღვრულ დროს მთელი საგვარეულო იკრიბებოდა და გვარის დეკანოზიც ხალხს ამწყალობლებდა. წარმართული დროის ეს ხატები თუშეთში დღესაც მრავლადაა დაცული და თითოეულ სოფელს თავისი სამლოცველო ნიშანი აქვს, სადაც დაცულია ხატის დროშები და რიტუალური ჭურჭელი.
ქართული ურბანიზაციის შესახებ, ვატო ლეჟავა
“მდევარის” მეთექვსმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოს მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის მეორე მოპასუხეა ვატო ლეჟავა. იგი არქიტექტურის სკოლის ურბანული განვითარების ისტორიის კურსს უძღვება თავისუფალ უნივერსიტეტში. ვატო ლეჟავა – შტუტგარტის უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მაგისტრი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიპლომირებული არქიტექტორი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი.
შფოთვის ისტორია: ჰიპოკრატედან DSM1-მდე
ტატიაში აღწერილია შფოთვითი აშლილობების ნოზოლოგიის ისტორია. ბერძენმა და რომაელმა ექიმებმა თუ ფილოსოფოსებმა შფოთვა განასხვავეს ყველა სხვა ტიპის უარყოფითი აფექტისგან და განსაზღვრეს, როგორც კლინიკური აშლილობა. ანტიკური ეპიკურელი და სტოიკოსი ფილოსოფოსები გვთავაზობდნენ ტექნიკებს უშფოთველი გონებისთვის, რომლებიც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომების მსგავსია. კლასიკურ ანტიკურობასა და გვიან მე-19 საუკუნეს შორის არსებულ პერიოდში შფოთვა არ ჯგუფდებოდა ცალკეულ დაავადებად. მიუხედავად ამისა,…
სახეობის პრობლემა ბიოსისტემატიკაში: ჩარლს დარვინი სახეობების შესახებ
დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველის ჩ. დარვინის თხზულების – „სახეობათა წარმოშობის“ გამოცემის წელს (1859) გამოქვეყნდა ფრანგი ბოტანიკოსის დ. გორდონის გამოკვლევა, რომელშიც ასახულია ავტორისა და მის მრავალრიცხოვან თანამოაზრეთა დამოკიდებულება სახეობის ზოგადი თავისებურებების მიმართ. აი, ამ შრომის ზოგიერთი ძირითადი დასკვნა: სახეობები, როგორც წესი, არ იცვლებიან, ამიტომ ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხოლო ტიპური ფირმები ბევრად აღემატება შუალედურს; სახეობა შესაძლოა გადაშენდეს,…
ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორია: ინტერვიუ მარიამ კალანდაძესთან
“მდევარის” მეთექვსმეტე ნომერში აკადემიური ინტერვიუს რუბრიკაში ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიას მიმოვიხილავთ. ინტერვიუს მოპასუხეა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლექტორი მარიამ კალანდაძე.