სოლომონ მეფე და როსტომ რაჭის ერისთავი
პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენებული, XI საუკუნეს განეკუთვნება. პროფ. ო. სოსელიას მიხედვით, ამ საერისთავოს არსებობა X საუკუნიდან უნდა ვივარაუდოთ. თამარ მეფის დროს (1184-1213 წწ.) რაჭის საერისთავოს ფარგლებში თაკვერიც (ლეჩხუმი) შედიოდა, ხოლო 1230 წლისათვის იგი მხოლოდ რაჭით განისაზღვრება. რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები – ბაღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძედ…
დისტოპიის პოეტების ისტერია: პაოლო იაშვილი და მეგობრები
მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს შიშველი ფაქტების წარმოჩენას, მათზე ცივ, ცალსახა ანალიზურ მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიის ტრფიალთათვის რთულია სათაყვანებელ შემოქმედთა ადამიანური სისუსტეების, მეტიც, მანკიერებების გაშინაგნება, აუცილებელია ისტორიას თვალებში ჩავაჩერდეთ და საკუთარი სამშობლოს წარსულს ვიაზრებდეთ ისე, როგორადაც მართლა იყო. მსიამოვნებს, რომ ავტორი ერიდება უეჭველობით მსჯელობას, საკუთარი დამოკიდებულების მკითხველისათვის მოხვევას და გადმოსცემს მხოლოდ ისტორიულ მოცემულობებს, დასკვნის თავისუფლებას…
სახალხო განათლების სამინისტროს პოლიტიკა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში
რედაქტორი: ბექა იობიძე კორექტორი: თაკო ინასარიძე მდევარი, თბილისი, 2024 წინათქმა „მრავალ საკითხთა შორის, რომელიც რუსეთის რევოლუციამ და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაფუძნებამ წამოაყენა, ერთი პირველთაგანი ადგილი ჩვენი სკოლის რეორგანიზაციის საკითხს უჭირავს“, – ამ სიტყვებით იწყება 1919 წლის 17 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის, ნოე ცინცაძის, მიერ მინისტრთა საბჭოსთვის წარდგენილი მოხსენება „საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ“.…
ქართული სოციალიზმის პარტიული ისტორია
პოლიტიკურ იდეოლოგიათა განყენებულად გააზრება და ანალიზი აზრსმოკლებულია,- ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი და სხვა ნებისმიერი იდეოლოგია გადის კონკრეტული სახელმწიფოს ისტორიის, კულტურისა და აწმყოს ერთგვარ ,,ფილტრს“. ამგვარი გზა გაიარა სოციალიზმმა საქართველოში. სოციალ-დემოკრატები და ჟორდანიას იდეოლოგია იქცა გამორჩეულ შემთხვევად სოციალიზმის ისტორიაში. ვფიქრობ, მე-19-მე-20 საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა ქართულმა სოციალიზმმა განსაზღვრა სამომავლო ბედი ამ მემარცხენე იდეოლოგიისა. სოციალ-დემოკრატების შემდეგ სოციალისტურ პარტიად მოგვევლინა ,,საქართველოს…
ქალთა ჩართულობის ისტორია ქართულ პოლიტიკაში: ინტერვიუ გიორგი ურჩუხიშვილთან
ცალსახად დადებითი მნიშვნელობა აქვს, დადებითი გავლენა ექნება ბევრი რამის გამო. ერთი ის, რომ კაცები პოლიტიკას აკეთებენ ცოტა სხვანაირად. უფრო დაძაბულები და კონფლიქტზე ორიენტირებულები არიან ყოველთვის. ძალიან დიდი შეჯიბრია კაცებს შორის და მარტივად ჩამოიშლებიან ხოლმე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ქალები უფრო ნაკლებად მოწყვლადები არიან, უფრო გონიერებიც კი – ბევრი მიმართულებით. ზოგადად, გენდერული კანონზომიერება ისე ეწყობა, რომ ქალებს…
მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი
მიხეილ ჯავახიშვილის თავდაპირველი უთანხმოება სახელმწიფო ინსტიტუტებთან მისი სამწერლო საქმიანობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყებას უკავშირდება; ათვლის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს 1906 წელი, როდესაც იგი გახდა გაზეთ „გლეხის“[1] ოფიციალური (ფორმალური) რედაქტორ-გამომცემელი (ფაქტობრივი რედაქტორი სამსონ ფირცხალავა იყო). გაზეთი, რომლის ნომრებიც ყოველკვირეულად გამოდიოდა, სოციალისტ-ფედერალისტთა საპროპაგანდო-საგამომცემლო ორგანო იყო. იგი ძირითადად გლეხთა მისწრაფებებს გამოხატავდა და ძლიერ ახალისებდა მათ მიერ ბრძოლის დაწყებას მიწისა…
კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა
ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ – ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4,…
De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ De Re Publica-ს უკვე მეთორმეტე ეპიზოდს. მე ვარ ანი კახიძე, ჩემთან ერთად არის ელენე ფილფანი და ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე. დღეს სტუმარი არ გვყავს.
De Re Publica, ეპიზოდი 11: თვითორგანიზების კულტურა
სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი ტრანსკრიპტის ავტორი: ნუცა სეხნიაშვილი კორექტორი: მარიამ გორდაძე ანი: მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეთერთმეტე ეპიზოდს. ჩვენი სტუმარია ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ წიგნზე „ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის დაწერა და როგორ მუშაობდით მასზე? რამდენად…
იაპონელი ტყვეები საქართველოში: ინტერვიუ ჰიროტაკე მაედასთან
ქვაზე აღბეჭდილ ამ სიტყვებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ჩაუვლის გვერდს. ზოგი გაჩერდება ხოლმე, თუმცა თითქმის არავინ არ იცის იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მათ უკან დგას. ამ წარწერას შუაგულ თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ მემორიალზე წაიკითხავთ, რომელიც 2010 წელს აღიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული იაპონელი ტყვეების პატივსაცემად. ჩვენმა კვლევითმა ჯგუფმა უკანასკნელი…