ენობრივი ფარდობითობა
ადამიანები ურთიერთობენ მრავალ განსხვავებულ ენაზე, რომელთაგან თითოეული სხვებისგან უთვალავი თვალსაზრისით გამოირჩევა (უპირველესად, გამოთქმითა და ლექსიკით; შემდეგ, – გრამატიკით). მაგალითად, ინგლისურად რომ ვთქვათ „სპილომ შეჭამა მიწის თხილი“, უნდა გამოვიყენოთ გრამატიკული დრო – ფაქტი, რომ მოვლენა მოხდა წარსულში. მანდარინსა და ინდონეზიურში იმის მითითება, თუ როდის მოხდა შემთხვევა, იქნებოდა ნებაყოფლობითი, და არა ზმნაში მოცემული. რუსულში ზმნა უნდა მოიცავდეს…
ინტერვიუ ნინო ჩიქოვანთან: 2008 წლის ომის გააზრება აწმყო ცნობიერში
2008 წლის აგვისტოს ომი დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო საზოგადოებრივი გავლენების მქონე მოვლენაა. მისი აღქმა და გაანალიზება ხალხში დღემდე სხვადასხვა ფორმითა და ინტერპრეტაციით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი თავად ერის იდენტობის, საზოგადოებრივი და კულტურული სტრუქტურების შესახებ ახალი და განსხვავებული დასკვნების საშუალებას იძლევა. მოცემული ინტერვიუ სწორედ ამ ომის საზოგადოების აწმყო ცნობიერში არეკვლას დაეთმო. ამ…
ფუძემდებლური სოციოლოგიური თეორიები რელიგიის შესახებ (დიურკემი, მარქსი, ვებერი)
რელიგია, როგორც ცნება, მეცნიერთათვის საკმაოდ რთულია ასახსნელად. მისი განმსაზღვრელი ერთი ჩამოყალიბებული და დამტკიცებული განმარტება არ არსებობს. ემილ დიურკემის, რელიგიის სოციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აზრით, რელიგიის უმთავრესი ნიშანი საკრალურთან მიმართებაა. ამასთან, ზებუნებრივი ძალების რწმენა, რელიგიური რიტუალები და მორწმუნეთა თემი – ეს ის სამი ძირითადი ელემენტია, რომელთა თანაარსებობა, დიურკემის თანახმად, კონკრეტული ჯგუფის რელიგიურობის შესახებ გვამცნობს. რადგან რელიგია ამა…
სვანური ენის შესაძლო გაქრობის მიზეზები: თვისებრივი კვლევა ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე
სვანური იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში მცხოვრები სვანების მშობლიური ენაა. დღეს სვანურად დაახლოებით 14 000[1] ადამიანი მეტყველებს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ახალი თაობის უმეტესობა აღარ ეუფლება სვანურს, მცირდება მისი ყოველდღიურ მეტყველებაში გამოყენების სიხშირეც. სვანური შეტანილია იუნესკოს „გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების“ სიაშიც.