ეშმაკით შეპყრობა და ეგზორციზმი: კულტურულ-ისტორიული გამოცდილება და ფსიქოლოგიური ახსნა
მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანებისთვის ეშმაკით შეპყრობა ზებუნებრივ ძალებს უკავშირდებოდა, ხოლო ეგზორციზმი ამ მდგომარეობის რიტუალურ მკურნალობას წარმოადგენდა. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განსხვავებული რწმენა-წარმოდგენების ადამიანები ცდილობდნენ, ეშმაკით შეპყრობის მოვლენა რელიგიურ ჩარჩოში მოექციათ, შესაბამისად, მკურნალებად ეგზორცისტები, ხშირად კი სასულიერო პირები მოიაზრებოდნენ. ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების თანადროულად საზოგადოების გარკვეულ წრეებში ეშმაკით შეპყრობასთან დაკავშირებით შეიცვალა დამოკიდებულება და გაჩნდა მოსაზრებები, რომ აღნიშნული მდგომარეობა ფსიქიკურ აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა.