საქართველოს შრომის კოდექსი: არსებითი და რუდიმენტული ელემენტები
მარიშა გვაზავა
"მდევარის "ავტორთა სვეტი
სოლომონ მეფე და როსტომ რაჭის ერისთავი
პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენებული, XI საუკუნეს განეკუთვნება. პროფ. ო. სოსელიას მიხედვით, ამ საერისთავოს არსებობა X საუკუნიდან უნდა ვივარაუდოთ. თამარ მეფის დროს (1184-1213 წწ.) რაჭის საერისთავოს ფარგლებში თაკვერიც (ლეჩხუმი) შედიოდა, ხოლო 1230 წლისათვის იგი მხოლოდ რაჭით განისაზღვრება. რაჭის ერისთავები - კახაბერიძეები - ბაღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძედ თვლის. წარმოშობით ეს საგვარეულო არგვეთიდან მოდიოდა და მისი მამაპაპეული რეზიდენცია კაცხი იყო.
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა სწავლებაში: ინტერვიუ ელენე ჯაჯანიძესთან
სირთულე ზოგადი განათლებიდან იწყება, რადგან ეთნიკური უმცირესობებისთვის რეგიონების საბავშვო ბაღებში არაა ორენოვანი სწავლება (როგორც ქართულ, ისე მშობლიურ ენაზე). შესაბამისად, უკვე სკოლაში მათ უჭირთ ქართული ენის შესწავლა. გარდა ამისა, ზემოხსენებული რეგიონების სკოლებში ქართული ენის პედაგოგები ძირითადად არ ჰყავთ, ან თავადვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელნი არიან, რომლებიც ვერ ფლობენ კარგად ქართულს. ბოლო წლებში ეს საჭირობოროტო საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდა და მუშაობენ ე.წ. “დამხმარე მასწავლებლები”. ისინი ორენოვანნი არიან და, ასე თუ ისე, კარგად იციან ქართული. მიუხედავად ამისა, მოსწავლეებისთვის მაინც რთულია საუბარი ქართულ ენაზე, რადგან იშვიათად ურთიერთობენ ქართულენოვან, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან.
"მდევარის "ავტორთა სვეტი
რადიკალიზაციის მნიშვნელობა, როგორც დაბნეულობის წყარო
ტერმინ “რადიკალიზაციის” ბოლო დროს მოჭარბებულად გამოყენებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მისი მნიშვნელობა ყველასთვის ერთი და გასაგებია. აღნიშნული სტატია საპირისპიროს ამტკიცებს. ტერმინი სამ შემთხვევაში გამოიყენება: უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკის. თითოეულ მათგანს განსხვავებული წესრიგი გააჩნია და, შედეგად, ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებს. ეს დიდ ბუნდოვანებას ქმნის. ამ ვითარებაში გამოსავალი “რადიკალიზაციის” აბსოლუტური გაგებით გამოყენების შეწყვეტა გახლავთ.
“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი
ვილჰელმ კონრად რენტგენი (W. K. RÖNTGEN)
ფიზიკის ისტორიამ შემოინახა იმ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც ადამიანის საკეთილდღეოდ თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ან თავიანთი გამოგონებით გააუმჯობესეს ადამიანის ცხოვრება. ერთ-ერთი ამათგანია ცნობილი ფიზიკოსი ვილჰელმ რენტგენი. ძნელია წარმოდგენა მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახალხო მეურნეობის რომელიმე დარგისა, რომელიც რაიმე მიზნით რენტგენის სხივებს არ იყენებდეს. გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ კონრად რენტგენი დაიბადა გერმანია-ნიდერლანდის სასაზღვრო ქალაქ ლენეპეში (ჩრდილო-დასავლეთი გერმანია) 1845 წლის 27 მარტს. 1866 წელს დაამთავრა ციურიხის უმაღლესი პოლიტექნიკური სასწავლებელი. სტუდენტობის წლებში რენტგენი დაინტერესებული იყო ფიზიკით, რამაც მას საშუალება მისცა 1868 წელს დაეცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანი (A. A. ФРИДМАН)
ფიზიკის ისტორიაში არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი შედარებით მცირე ხანს ცოცხლობს, მაგრამ თავისი შემოქმედების მოკლე პერიოდში ქმნის ისეთ მნიშვნელოვან შრომებს, რომლებიც მას უკვდავების სახელით მოსავს. ასეთები იყვნენ: ევანჯელისტა ტორიჩელი (1608-1647), ბლეზ პასკალი (1623-1662), გეორგ რიხმანი (1711-1753), იოზეფ ფრაუნჰოფერი (1787-1826), ჟან ფრენელი (1788-1827), სადი კარნო (1796-1832), სოფია კოვალევსკაია (1850-1891), პიერ კიური (1856-1906), ჰენრიხ ჰერცი (1857-1894), მარიან სმოლუხოვსკი (1872-1917) და სხვ. ასეთი ბედის ფიზიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება საბჭოთა ფიზიკოსი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანიც.