ინტერვიუ მალხაზ სონღულაშვილთან: სახელმწიფო და რელიგია საქართველოში
რელიგია, როგორც სახელისუფლებო იარაღი, სხვადასხვა მმართველობის პირობებში განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაშიც რელიგია საკუთარ დანიშნულებასა და გავლენის მასშტაბს სახელმწიფო და საეკლესიო ჯგუფთა მისწრაფებების მიხედვით იცვლიდა. ხელისუფალთა მიერ რელიგიის მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერა ზოგჯერ გულწრფელი, ზოგჯერ კი პოპულისტური მიზნებით იყო და არის განპირობებული. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, რელიგიის გავლენა დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისევ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ამ თემის განსახილველად ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი თეოლოგიის პროფესორი, ისტორიკოსი, მთარგმნელი მალხაზ სონღულაშვილი მოვიწვიეთ.
ინტერვიუ ნინო ჩიქოვანთან: 2008 წლის ომის გააზრება აწმყო ცნობიერში
2008 წლის აგვისტოს ომი დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო საზოგადოებრივი გავლენების მქონე მოვლენაა. მისი აღქმა და გაანალიზება ხალხში დღემდე სხვადასხვა ფორმითა და ინტერპრეტაციით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი თავად ერის იდენტობის, საზოგადოებრივი და კულტურული სტრუქტურების შესახებ ახალი და განსხვავებული დასკვნების საშუალებას იძლევა. მოცემული ინტერვიუ სწორედ ამ ომის საზოგადოების აწმყო ცნობიერში არეკვლას დაეთმო. ამ საკითხებზე სასაუბროდ კი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურის კვლევების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი მოვიწვიეთ.
ინტერვიუ გიორგი ხულორდავასთან: აღმოსავლური ლექსიკა ქართულში
ქართული ენაში დამკვიდრებულ ბევრ აღმოსავლურ სიტყვას ხშირად თავისთავად, ძირეულად ქართულად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ისინი აღმოსავლეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი მწიგნობრული თუ ყოფითი ურთიერთობების შედეგია. მოცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და მთარგმნელი გიორგი ხულორდავა სწორედ ამ ლექსიკურ შერევაზე, მის შედეგებსა და აღმოსავლეთ-ქართული ენობრივი ურთიერთობების დღევანდელ სახეზე ისაუბრებს.