რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვექყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე
წარმოდგენილია

სრული ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს
“მდევარის” არამატერიალულ,
ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ

Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

დუმილის ანთროპოლოგია

ნუცა სეხნიაშვილი

“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი

Latest Issue Cover

რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი (1887-1942)

1860 წელს სოფ. კახში (ამჟამად აზერბაიჯანის სსრ) ინგილო გლეხის ოჯახში დაიბადა ბ ა რ თ ლ ო მ ე ზაქარიას ძე ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი - მამა რაჟდენ ხუციშვილისა. ბართლომე ხუციშვილმა დაამთავრა კახის ორკლასიანი ვაჟთა სასწავლებელი, რის შემდეგ გადავიდა ჯერ ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ - გორის სამასწავლებლო სემინარიაში. სამივე სასწავლებელი ბართლომემ წარჩინებით დაამთავრა. განსაკუთრებით ეხერხებოდა მას მათემატიკა. ძველთა გადმოცემით, ბართლომეს დედა, ნაზლუ ხუციშვილისა, თურმე კენჭებზე ძალიან მარჯვედ ანგარიშობდა არითმეტიკის ოთხივე მოქმედებას, ამიტომ მას ხშირად იწვევდნენ ხოლმე მეზობლები ვაჭრებთან ანგარიშსწორებისას. 1893 წლიდან ბართლომე ხუციშვილმა მოახერხა მშობლიურ კუთხეს - საინგილოს - დაჰბრუნებოდა მასწავლებლად. აქ იგი თავდავიწყებით შეუდგა ინგილო ხალხის განათლებასა და ახალი კულტურული ჩვევების გამომუშავებას. ამის გამო ბართლომემ მალე დაიმკვიდრა „ინგილო ხალხის ბიძის“ სახელი. ასევე დიდ პატივს სცემდნენ მას არაქართველებიც.

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

Latest Issue Cover

სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა

სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეა, რომელმაც ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის, ახალი მხარეების წარმოჩენით საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი აზრის ახალ მიმართულებას. სოკრატემდელი ფილოსოფია უმთავრესად სამყაროს მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების შესწავლით კმაყოფილდებოდა და საზოგადოებრივ ცხოვრებით განპირობებული სოციალური მოვლენების მეცნიერულ შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მხრივ სოკრატეს წინამორბედი არ ჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მატერიალისტ დემოკრიტეს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეთიკა როგორც ფილოსოფია. მონათმფლობელური ეპოქის აზრის ისტორიაში სოკრატემ მთელი სისრულით პირველმა დაიწყო ბუნების მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების კვლევის ნაცვლად საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრესი მოვლენების შესწავლა, რაც მომდევნო ეპოქების ფილოსოფიური აზრის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ხდება.

"მდევარის "ავტორთა სვეტი

Latest Issue Cover

ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი

ძილისა და სიზმრების ისტორია დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის თანადროულია. ცოცხალი არსებები უკვე ათასწლეულებია საკუთარი ცხოვრების საშუალოდ ერთ მესამედს მძინარენი ატარებენ. კაცობრიობა შეეგუა „ტრადიციას“, რომ უკლებლივ ყოველ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა მიეცეს მდგომარეობას, რომელშიც საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად გახევებული, ცნობიერებაწართმეული უნდა წარდგეს მეტად მძაფრი, ხშირად შემაძრწუნებელი ზმანების პირისპირ და დასრულებისთანავე წესისამებრ განაგრძოს ცხოვრება. მოცემულობა ასეთია, რომ ეს ჩვეულება გადაურჩა ევოლუციის მილიარდობით წლიან დინებას, თუმცაღა, აზრთა სიმრავლის მიუხედავად, ერთი პასუხი იმაზე, თუ რატომ გვძინავს ან - რაც გაცილებით ამოუხსნელია - რატომ გვესიზმრება, არ არსებობს. სირთულეს, შესაძლოა, თავად კითხვის შინაარსივე განაპირობებდეს, ვინაიდან მოითხოვს იმ ერთ მიზეზს, „წმინდა გრაალს“, რომელსაც უნდა დაეკისროს ყოფის ამ პარადოქსული მოვლენის სრულყოფილი ახსნის პასუხისმგებლობა. მსჯელობის ამგვარ ცდუნებას კაცობრიობამ გვერდი ვერ აუარა. პასუხების ძიებაში შეიქმნა თეორიები, რომლებმაც მოიცვა თითქმის ყველა სფერო, - მათ შორის მედიცინა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, თეოლოგია და ოკულტიზმიც კი. 

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

Latest Issue Cover

სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში

ილუზიათა კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვანია ე. წ. სიმძიმის ილუზიის კვლევა. უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ორ, სიმძიმით თანასწორ, მაგრამ მოცულობის მხრივ განსხვავებულ საგანს ვწევთ, ყოველთვის ერთისა და იმავეს მოწმენი ვხდებით: პატარა საგანი უფრო მეტი სიმძიმის განცდას იწვევს ჩვენში, ვიდრე დიდი.  აღნიშნული ჩვეულებრივი დაკვირვებითაც კარგა ხნის ცნობილი ფაქტია, ხოლო ექსპერიმენტული შესწავლის საგნად იგი ჯერ ფენერმა, შემდეგ კი მიულერმა და შუმანმა გახადეს. მათი ცდების უმთავრესი მიზანი არა იმდენად თვით ილუზიის ფაქტობრივად არსებობის შემოწმება იყო - ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ - არამედ იმ მიზეზის (ან მიზეზების) აღმოჩენა, რომელიც განსაზღვრავს თვით ფაქტს. ილუზიის საკითხი, მაშასადამე, უმთავრესად ახსნის თვალსაზრისით აინტერესებდათ და მათ თავიანთი ცდების შედეგად ცნობილი მოტორული განწყობის თეორია წამოაყენეს, რომელიც, თუმცა არ არის ერთადერთი თეორია ამ საკითხისათვის, ამჟამად მაინც ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

ჟურნალის გამოწერა

"მდევარის" ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

"მდევარს" წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია "რერო"

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა მოხალისეობის მსურველთათვის


Click or drag a file to this area to upload.

მდევარი