რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვექყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე
წარმოდგენილია

სრული ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს
“მდევარის” არამატერიალულ,
ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ

Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

საქართველოს შრომის კოდექსი: არსებითი და რუდიმენტული ელემენტები

მარიშა გვაზავა

"მდევარის "ავტორთა სვეტი

Latest Issue Cover

სოლომონ მეფე და როსტომ რაჭის ერისთავი

პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენებული, XI საუკუნეს განეკუთვნება.  პროფ. ო. სოსელიას მიხედვით, ამ საერისთავოს არსებობა X საუკუნიდან უნდა ვივარაუდოთ.  თამარ მეფის დროს (1184-1213 წწ.) რაჭის საერისთავოს ფარგლებში თაკვერიც (ლეჩხუმი) შედიოდა, ხოლო 1230 წლისათვის იგი მხოლოდ რაჭით განისაზღვრება.  რაჭის ერისთავები - კახაბერიძეები - ბაღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძედ თვლის. წარმოშობით ეს საგვარეულო არგვეთიდან მოდიოდა და მისი მამაპაპეული რეზიდენცია კაცხი იყო.

აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი

Latest Issue Cover

ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა სწავლებაში: ინტერვიუ ელენე ჯაჯანიძესთან

სირთულე ზოგადი განათლებიდან იწყება, რადგან ეთნიკური უმცირესობებისთვის რეგიონების საბავშვო ბაღებში არაა ორენოვანი სწავლება (როგორც ქართულ, ისე  მშობლიურ ენაზე). შესაბამისად, უკვე სკოლაში მათ უჭირთ ქართული ენის შესწავლა. გარდა ამისა, ზემოხსენებული რეგიონების სკოლებში ქართული ენის პედაგოგები ძირითადად არ ჰყავთ, ან თავადვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელნი არიან, რომლებიც ვერ ფლობენ კარგად ქართულს. ბოლო წლებში ეს საჭირობოროტო საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდა და მუშაობენ ე.წ. “დამხმარე მასწავლებლები”. ისინი ორენოვანნი არიან და, ასე თუ ისე, კარგად იციან ქართული. მიუხედავად ამისა, მოსწავლეებისთვის მაინც რთულია  საუბარი ქართულ ენაზე, რადგან იშვიათად ურთიერთობენ ქართულენოვან, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან.

"მდევარის "ავტორთა სვეტი

Latest Issue Cover

რადიკალიზაციის მნიშვნელობა, როგორც დაბნეულობის წყარო

ტერმინ “რადიკალიზაციის” ბოლო დროს მოჭარბებულად გამოყენებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მისი მნიშვნელობა ყველასთვის ერთი და გასაგებია. აღნიშნული სტატია საპირისპიროს ამტკიცებს. ტერმინი სამ შემთხვევაში გამოიყენება: უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკის. თითოეულ მათგანს განსხვავებული წესრიგი გააჩნია და, შედეგად, ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებს. ეს დიდ ბუნდოვანებას ქმნის. ამ ვითარებაში გამოსავალი “რადიკალიზაციის” აბსოლუტური გაგებით გამოყენების შეწყვეტა გახლავთ.

“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი

Latest Issue Cover

ვილჰელმ კონრად რენტგენი (W. K. RÖNTGEN)

ფიზიკის ისტორიამ შემოინახა იმ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც ადამიანის საკეთილდღეოდ თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ან თავიანთი გამოგონებით გააუმჯობესეს ადამიანის ცხოვრება. ერთ-ერთი ამათგანია ცნობილი ფიზიკოსი ვილჰელმ რენტგენი. ძნელია წარმოდგენა მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახალხო მეურნეობის რომელიმე დარგისა, რომელიც რაიმე მიზნით რენტგენის სხივებს არ იყენებდეს. გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ კონრად რენტგენი დაიბადა გერმანია-ნიდერლანდის სასაზღვრო ქალაქ ლენეპეში (ჩრდილო-დასავლეთი გერმანია) 1845 წლის 27 მარტს. 1866 წელს დაამთავრა ციურიხის უმაღლესი პოლიტექნიკური სასწავლებელი. სტუდენტობის წლებში რენტგენი დაინტერესებული იყო ფიზიკით, რამაც მას საშუალება მისცა 1868 წელს დაეცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი

Latest Issue Cover

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანი (A. A. ФРИДМАН)

ფიზიკის ისტორიაში არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი შედარებით მცირე ხანს ცოცხლობს, მაგრამ თავისი შემოქმედების მოკლე პერიოდში ქმნის ისეთ მნიშვნელოვან შრომებს, რომლებიც მას უკვდავების სახელით მოსავს. ასეთები იყვნენ: ევანჯელისტა ტორიჩელი (1608-1647), ბლეზ პასკალი (1623-1662), გეორგ რიხმანი (1711-1753), იოზეფ ფრაუნჰოფერი (1787-1826), ჟან ფრენელი (1788-1827), სადი კარნო (1796-1832), სოფია კოვალევსკაია (1850-1891), პიერ კიური (1856-1906), ჰენრიხ ჰერცი (1857-1894), მარიან სმოლუხოვსკი (1872-1917) და სხვ. ასეთი ბედის ფიზიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება საბჭოთა ფიზიკოსი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანიც.

ჟურნალის გამოწერა

"მდევარის" ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

"მდევარს" წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია "რერო"

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა მოხალისეობის მსურველთათვის


Click or drag a file to this area to upload.

მდევარი